
„ბაიერნის" შემდეგ, ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ-მ კიდევ ერთი ევროპული გრანდი გამოთიშა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატს. რა დასამალია და ბევრი, „რეალთან" დაპირისპირებაში, სწორედ ესპანურ სამეფო კლუბს მიიჩნევდა ფავორიტად და ეს, მიუხედავად იმისა, რომ ლუის ენრიკეს შეგირდები, 2024-2025 წლების სეზონზე, თითქმის უძლეველ გუნდად ჩამოყალიბდნენ. ამასთან ფრანგულს კლუბს, სხვებისგან ის გამოარჩევთ, რომ მათ უბრალოდ, ფეხბურთის თამაში სიამოვნებთ.
ასე იყო დღესაც, როდესაც პირველი ათი წუთის შემდეგ, პსჟ-მ მოახერხა ანგარიშის გახსნაც და ორი ბურთითაც დაწინაურება. ანგარიში მე-6 წუთზე ფაბიან რუისმა გახსნა, ოდნავ მოგვიანებით, 24-ე წუთზე კი დუბლიც გაიფორმა. თუმცა, მანამდე დემბელემ მე-8 წუთზე „რეალს" მთელი ის ენთუზიაზმი, რომლითაც ესპანურმა კლუბმა 1/2 ფინალური შეხვედრა დაიწყო წყალში ჩაუგდეს.
ჰქონდა თუ არა „რეალს" შანსები? რა თქმა უნდა, ბევრი არა, თუმცა ჰქონდა, მაგრამ იქაც დონარუმამ არ დაანება. რეალურად, პსჟ-მ „რეალს" ბურთი გაუგორა და მხოლოდ მეორე ტაიმის რამდენიმე მომენტში დაუთმო მეტოქეს. ალბათ, რომ არა ტიბო კურტუა ანგარიში უფრო დიდიც იქნებოდა. 3-0 მოგებული პირველი ტაიმის შემდეგ, მეორეში, მხოლოდ ერთი გოლი გავიდა, 88-ე წუთზე, რომელიც გონსალო რამოშის ანგარიშზეა. სხვათა შორის, მომენტი ხვიჩასაც ჰქონდა, თუმცა, თუ ამ მომენტში ხვიჩას დარტყმული კარს ასცდა, იყო მომენტი, მაგალითად, რუისის მეორე გოლის დროს, როდესაც რომ არა ფაბიანი, შანსი „კვარას" ექნებოდა. ასეა თუ ისე, პსჟ-მ 4-0 მოიგო და ფინალში გავიდა, სადაც, ინგლისურ „ჩელსის" შეხვდება.
სწორედ ამ ფინალს უკავშირდება ის ცვლილებებიც, რომლებიც ლუის ენრიკემ მეორე ტაიმის დაწყებიდან მალევე გააკეთა და მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიაც შეცვალა. ესპანელს, ფინალში, რომელიც 13 ივლისს გაიმართება საღი ფეხბურთელები ნამდვილად დასჭირდება.