
7-დან 13 ივლისის ჩათვლით სტამბოლში, 16 წლამდე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატი ტარდება, რომელშიც საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს და ამ მომენტისთვის წარმატებულად. ჩენმა გუნდმა ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.
პირველ შეხვედრაში ჩვენმა გუნდმა მალტა 8-11 დაამარცხა. ამის შემდეგ, მოიგო მოლდოვას, 11-17 და ბოლო შეხვედრაში, დამარცხდა ნიდერლანდებთან 16-8.
სულ სტამბოლში მიმდინარე ჩემპიონატზე 15 გუნდი ოთხ ჯგუფში (სატურნირო მდგომარეობა) იყო გადანაწილებული:
A ჯგუფი: უნგრეთი, სერბეთი, ესპანეთი, თურქეთი
B ჯგუფი: მონტენეგრო, საბერძნეთი, იტალია, ხორვატია
C ჯგუფი: მალტა, ნიდერლანდები, საქართველო, მოლდოვა
D ჯგუფი: გერმანია, რუმინეთი, პოლონეთი
ამ მომენტისთვის გათამაშების მომდევნო ეტაპზე გასულები არიან ნიდერლანდების, საქართველოს, გერმანიისა და რუმინეთის ნაკრებები, რომლებიც მეტოქეებს ელიან ე.წ. კროსოვერ შეხვედრებში, რომლებიც ხვალ 10 ივლისს არის დაგეგმილი. სავარაუდო მეტოქეები კი, ესპანეთის, სერბეთის, საბერძნეთისა და იტალიის ნაკრებები არიან.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს 16-წლამდე ნაკრები, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე (ელიტურ დივიზიონში) პირველად ასპარეზობს.