
ქართული გუნდებისთვის ევროტურნირები კვლავ უიღბლოდ დაიწყო. თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა „იბერია 1999"-მა უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე, შვედურ „მალმესთან" წააგო 1-3, თუმცა, ლევან კორღალიძის გაწვრთნილი გუნდი, ორი შეხვედრის ჯამში დამარცხების შემთხვევაშიც გააგრძელებს ევროტურნირებზე ასპარეზობას, მხოლოდ, რანგით ბევრად დაბალ, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე გადმოინაცვლებს.
ანგარიში, მე-8 წუთზე გაიხსნა. გიორგი მაკარიძის სასწაულ მოგერიებას, მხარი ვერ აუბეს მცველებმა და ბუნასელიომ დამატებაზე გაიტანა. ზოგადად, არ გვიწყენენ ალბათ, იბერიელები, მაგრამ დღევანდელ თამაშში დაცვა კრიტიკას ვერ უძლებდა. რთული სათქმელია, ეს აპრიორში, ფავორიტად მიჩნეული სტუმარი გუნდის სტატუსი იყო თუ რა, მაგრამ ქართულ კლუბს, ლაზათი და დაბოლოება აკლდა. მხოლოდ პირველ ტაიმში, მეტოქემ კარის მიმართულებით 5-ჯერ დაარტყა (!) და ალბათ, რომ არა მაკარიძე და ძელით, პირველი ტაიმის შემდეგ სხვა ანგარიში იქნებოდა. მეორე ტაიმში, 58-ე წუთზე გუდიონსენმა ანგარიში ორამდე გაზარდა. 71-ე წუთზე კი, ლევიცკიმ, რეალურად თბილისურ კლუბს, ყოველ შემთხვევაში, ამ შეხვედრაში თამაშის გადარჩენის სურვილი მოუკლა.
ამ შეხვედრაში იყო, ორი საკამათო მომენტი - პენალტის დანიშვნა არ დანიშვნის მომენტს ვგულისხმობ, რომელსაც მოგვიანებით, იბერიელთა მთავარი მწვრთნელისგან განსხვავებით, მე-8 წუთზე გაშვებულ გოლთან ერთად, ფეხბურთელები წარუმატებლობას დააბრალებენ. მეორე ტაიმის ეპიზოდში, როდესაც შეხვედრის ჩრდ. მაკედონიელმა არბიტრმა სტუმართა კარში ჯერ დადო 11-მეტრიანი და შემდეგ VAR-ზე გადამოწმების შედეგ გადაიფიქრო, ალბათ, უფრო შესაძლებელი იყო პენალტის დანიშვნა. რაც შეეხება, პირველი ტაიმის ეპიზოდს და რაზეც, ალბათ უფრო აპელირებს ქართული მხარე და ცოტა უფრო შორს წავალ, რასაც მსგავს სიტუაციებში, უკვე წლებია „იბერია 1999" მიჩვეულია (ეროვნული ჩემპიონატი მაქვს მხედველობაში), მსაჯმა ჩვენი სუბიექტური მოსაზრებით და მომენტის დეტალურად ნახვის შემდეგ, სწორი გადაწყვეტილება მიიღო - ვინმემ შესაძლოა თქვას, კი მაგრამ ქართული გუნდიაო, გასაგებია, მაგრამ სამართლიანობაც ხომ საჭიროა?
შეეძლო თუ არა „იბერია 1999"-ს დღეს თამაშის გადარჩენა? რთული სათქმელია, რადგან სხვა, რომ არაფერი კლასში სხვაობა დიდი იყო და ზოგადად, ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, რომ თბილისური კლუბი, უფრო მეორე ევროტურნირისთვის, მოსამზადებლად იყო გამოსული, ვიდრე ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის გადალახვა სურდა. აქვე იმედს ვიტოვებ, რომ ამ მოსაზრების გამო, იბერიელები მტრად არ გადამეკიდებიან - გუნდის, ჩემპიონთა ლიგის თამაშისთვის მზადყოფნა, კარგად ჩანდა, რამდენიმე დღის წინ, საქართველოს სუპერ თასის თამაშებშიც.
თუმცა, მატჩის მიწურულს თბილისელთა რიგებში ცვლილებაზე შემოსულმა დებიუტანტმა, პრესტიჟის გოლის გატანა მოახერხა - იბერიელთაგან საპასუხო თამაშის წინ, რომელიც 15 ივლისს, შვედეთში გაიმართება, 86-ე წუთზე რუშევიჩიმა გაიტანა.
თამაშის შემდეგ, „მალმეს" მთავარი მწვრთნელი ჰენრიკ რიდსტრიომი იტყვის, რომ თამაშამდე ვინმეს, „ეს შედეგი, რომ ეთქვა" წინასწარ ხელს მოვაწერდითო, თუმცა, პირობა დადო, რომ საპასუხო შეხვედრაში, მისი გუნდი დაცვაში არ „ჩაჯდება" და აუცილებლად შეუტევს. თავის მხრივ, თამაშის და შედეგად, ორრაინდიანი დაპირისპირების შემოტრიალებაზე ლაპარაკობს ლევან კორღალიძეც - „შევთანხმდეთ, რომ მეტოქე ძლიერი გუნდია, თუმცა სისუსტეებიც აქვს. იმედია, რაც საქართველოში ვერ მოვახერხეთ, შვედეთში შევძლებთ და უკეთეს ფეხბურთს ვითამაშებთ", - ამბობს მატჩის შემდეგ, ქართველთა მთავარი მწვრთნელი.
და ისევ მსაჯების თემას, რომ დავუბრუნდეთ, ალბათ, ერთადერთი, ამ კომპონენტში რაზეც უკმარისობა დამრჩა, მსაჯის მიერ კომპენსირებული დროის სიმცირე იყო, თუმცა, კაცმა არ იცის, უფრო მეტი რომ დაემატებინა, ეს ჩვენ მოგვცემდა ხელს თუ, პირიქით, გვავნებდა.
და ბოლოს, იმ შემთხვევაში, თუ „იბერია 1999", უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპიდან გავარდა, სამწუხაროდ, რისი დიდი შანსიც არის, მაშინ ქართული კლუბი, უეფა-ს ევროპის კონფერენს ლიგაზე (მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე) ბალტიისპირეთის დერბის „ლევადიასა" და რიგის რფს-ის შორის დამარცხებულს შეხვდება. ამ წყვილში პირველი შეხვედრა რიგელებმა მინიმალური ანგარიშით 0-1 მოიგეს. რფს-ის შემადგენლობაში სასტარტოდან დაიწყო და მინდორზე 82 წუთი გაატარა, ლაშა ოდიშარია,
ფოტო: "ეროვნული ლიგა" (რედაქტირებულია 23:55)