
რუმინეთში, ქალაქ ბასკოვში ქართველმა კანოისტმა, ალექსანდრე წივწივაძემ ორი, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები მოიგო. ქართველმა ამჯერად ძლები, კანოეთი სპრინტში იუნიორებსა და 23-წლამდეთა შორის ევროპის ჩემპიონატზე სცადა და დღეს ორ ფინალში იასპარეზა.
წივწივაძემ 200-მეტრიანი დისტანცია 40,803 წამში დაფარა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ქართველის ჩამორჩენამ გაცურვის (C1-200) პოლონელ გამარჯვებულთან, +0.372 შეადგინა. თუმცა, ალბათ, აქვე ისიც უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ გაცურვამდე, წივწივაძემ კიდევ ერთ ფინალში (C1-500) მიიღო მონაწილეობა, სადაც გაცურვის გამარჯვებულს, ჩეხ სპორტსმენს, მხოლოდ +1.077-ით ჩამორჩა, დისტანცია 1:50.915 წამში დაფარა და ვიცე-ჩემპიონის სტატუსსაც დაეუფლა.
წარმატებით იასპარეზა 23-წლამდეთა B ფინალში ნიკა ოდიშელიძემ, რომელმაც K1 -200 მეტრზე დისტანცია 36.832 წამში დაფარა და გაიმარჯვა. ამავე დისციპლინაში, მხოლოდ ახალგაზრდებს შორის B ფინალის გამარჯვებული გახდა კიდევ ერთი ქართველი, სანდრო ტეზელაშვილი, რომელმაც დისტანცია 37.288 წამში დაფარა.
გუშინ, ახალგაზრდა გოგონებს შორის, C1 -200 დისციპლინის 1/2 ფინალში იასპარეზა მანანა პეტრიაშვილმა და გაცურვა, 49.476 / +0.733 მეოთხემ დაასრულა, თუმცა, ფინალში გადასასვლელად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა.
საერთო ჯამში ტურნირში 30 ქვეყნის 500-ამდე სპორტსმენი მონაწილეობდა. ქართველებმა კი, 18 სტარში მიიღეს მონაწილეობა.