„ქუთაისი 2010“ მეორე სეზონი ზედიზედ, ფიბა-ს ევროტურნირზე ითამაშებს
„ქუთაისი 2010“ მეორე სეზონი ზედიზედ, ფიბა-ს ევროტურნირზე ითამაშებს
05.07.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ჩემპიონი კალათბურთში, „ქუთაისი 2010" ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის თამაშებისთვის სექტემბერში შეიკრიბება. კოტე ტუღუშის გუნდი, შეკრების ფარგლებში რამდენიმე ამხანაგურ შეხვედრასაც გეგმავს. დიდი ალბათობით, სექტემბრისთვის, როდესაც სანაკრებო ციებ-ცხელება, მეტ-ნაკლებად ჩამცხრალი იქნება, თუ ზეგანში არა, კოტე ტუღუშს ზუსტად ეცოდინება თუ, ვინ დაიცავს მისი გუნდის ღირსებას როგორც ევროტურნირებზე, ისე, ადგილობრივ ტურნირებზე. მანამდე კი, კლუბში, რომელსაც სექტემბრის ბოლოს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპი ელის, დიდი ცვლილებებია.


სუპერლიგის დასრულების შემდეგ, გუნდი, რამდენიმე კალათბურთელმა დატოვა, მათ შორის, ალბათ, იმერული კლუბისთვის ყველაზე დიდი დანაკლისი, გუნდიდან ეროვნული ნაკრების მოთამაშეების გიორგი კორსანტიას, ბექა ბექაურის, გიორგი ოჩხიკიძის წასვლაა. ქუთაისელთა რიგები დატოვა გუნდის კაპიტანმა აკაკი დვალიშვილმაც, რომელიც ოჩხიკიძესთან ერთად, მომავალი წლიდან ბათუმის საკალათბურთო გუნდის ღირსებას დაიცავენ. უკვე ცნობილია, რომ „ბათუმში" ითამაშებს ბექაური. რაც შეეხება კორსანტიას, ის ესპანეთის მეორე ლიგის კლუბ „გიპუსკუასთან" გააფორმა და მის ღირსებას დაიცავს.


თუმცა, კლუბმა პირველი მატების შესახებაც განაცადა - ქუთაისური კლუბის პირველი ახალწვეული ნიკა დარბაიძეა, რომელიც 2024-2025 წლების სეზონში გორის „ივერიონის" ღირსებას იცავდა. კიდევ ერთი ახალწვეულია ლუკა ალავიძე, რომელიც 2021-2024 წლების სეზონში მადრიდის „ზენტრო ბასკეტიში" თამაშობდა. შარშანდელ სეზონში კი, ვიქტორ სანიკიძის აკადემიის გუნდის ღირსებას იცავდა.


რაც შეეხება ფიბა-ს ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრას, რომელსაც „ქუთაისი 2010" დანიის ჩემპიონის „ბაკენ ბეარის" წინააღმდეგ ორ რაუნდად გამართავს, სექტემბრის მეორე ნახევარში გაიმართება.