გიორგი კორსანტია კარიერას ესპანურ გიპუზკოაში გააგრძელებს
გიორგი კორსანტია კარიერას ესპანურ გიპუზკოაში გააგრძელებს
04.07.2025
ავტორი: ირაკლი პერტაია

საქართველო ეროვნული ნაკრებისა და კლუბ "ქუთაისი 2010"-ი ყოფილი წევრი, გიორგი კორსანტია კარიერას ესპანეთში გააგრძელებს. 27 წლის ცენტრმა კონტრაქტი რანგით მეორე ლიგის კლუბ გიპუზკოასთან გააფორმა. ეს გახლავთ კლუბი, რომელიც წლების განმავლობაში უმაღლეს ლიგაში ასპარეზობდა და იქ არაერთი ქართველი - ნიკოლოზ ცქიტიშვილი, ბექა ბურჯანაძე, დუდა სანაძე ასპარეზობდნენ.


ამჟამად გიპუზკოა მეორე ლიგაშია და გასულ სეზონში გამართული 34 მატჩიდან 16 მოიგო და მე-8 ადგილი დაიკავა. გიორგი კორსანტიას შესანიშნავი სეზონი ჰქონდა საქართველოს სუპერლიგაში. ქუთაისის შემადგენლობაში ის ჩემპიონი და სუპერლიგის სეზონის საუკეთესო მოთამაშე გახდა. ის საშუალოდ 19.6 ქულას და 10.2 მოხსნას აგროვებდა.


კარიერის მანძილზე კორსანტიას კიდევ 2 უცხოურ გუნდში უთამაშია. 2020-2021 წლების სეზონში ის საფრანგეთის მეორე ლიგის კლუბ კაენში გამოდიოდა, ხოლო 2022-2023 წლებში ჩრდილოეთ მაკედონიური გოსტივარის ღირსებას იცავდა. ქართული კლუბებიდან მას თსუ-ში და ქუთაისში უთამაშია.