
3 ივლისს კიდევ ერთი სპორტსმენი დაიღუპა, თუმცა, მის შესახებ ალბათ, არც ბევრი დაწერს და არც ბევრ სპორტულ ღონისძიებაზე მიეძღვნება მის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი.
20 წლის ასაკში Moto2-ის მსოფლიო ჩემპიონი ბორხა გომესი (Borja Gómez Rus) ტრაგიკულად დაიღუპა. ესპანელი მრბოლელი, საფრანგეთში, 2025 წლის FIM Stock European Championship-ის მზადების ფარგლებში, ვარჯიშის დროს უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა მაგნი-კურსში. მან, თვითმხილველების თქმით, მოტოზე კონტროლი დაკარგა და მოტოციკლიდან გადავარდა, რა დროსაც მას უკნიდან მომავალი მრბოლელი შეეჯახა. სამედიცინო ჯგუფების შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ, თუმცა, 20 წლის სპორტსმენის გადარჩენა ვეღარ მოახერხეს. გომესი ამ ინციდენტიდან მალევე გარდაიცვალა.
ბორხა, მოტოსპორტში ერთ-ერთი ამომავალი ვარსკვლავი იყო, რომელმაც პირველ დიდ წარმატებას 17 წლის ასაკში მიაღწია.
2025 წლის FIM Stock European Championship, რომელიც აღნიშნულ კატეგორიაში, მხოლოდ მესამე სეზონია ტარდება, 7 რბოლისგან შედგება, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში იმართება. ტურნირმა სტარტი 4 მაისს აიღო და 23 ნოემბერს ვალენსიაში უნდა დასრულდეს. მრბოლელები ინციდენტისას, მესამე ეტაპისთვის ვარჯიშობდნენ, რომელიც 6 ივლისს უნდა გაიმართოს. თუმცა, ეტაპი, ბუნებრივია გომესის დაღუპვით გამოწვეული ტკივილის გამო, მეტ-ნაკლებად პომპეზურად ჩაივლის.
ჩემპიონატის პირველი ორი ეტაპის შემდეგ, რომელიც 4 მაისს პორტუგალიაში დაიწყო და ესპანელმა იკერ გარსიამ მოიგო, 1 ივნისს ესპანეთში გაგრძელდა. აქ კი, ეტაპის გამარჯვებული სწორედ ბორხა გომესი იყო, რომელიც პირველ ეტაპზე მეორე ადგილზე გავიდა და შესაბამისად, ორი ეტაპის ჯამში, ჩემპიონატს ერთპიროვნულად ლიდერობდა.