
საქართველოს ქალთა ლიგის რეგულარული ჩემპიონატი 4 ტურში დასრულდება. ამის შემდეგ, ზედა ოთხეული მედლებისთვის გააგრძელებს ბრძოლას, სატურნირო ცხრილის ქვედა ნაწილში მყოფი ექვსი გუნდი კი, შეეცდება ძლიერთა ლიგაში ადგილი შეინარჩუნოს. აქვე შეგახსენებთ, რომ გუნდებს ჯგუფებში მხოლოდ ურთიერთშეხვედრებში დაფიქსირებული შედეგები გადაჰყვებათ. მიუხედავად ამისა, დიდი ალბათობით, მომავალი სეზონიდან, ძლიერთა ლიგის დატოვება ქალთა ეროვნული ლიგის ერთ-ერთ სტაჟიან გუნდს, „ნორჩ დინამოს" მოუწევს, რომელიც პირველი გათამაშებიდან აღნიშნულ ლიგაში თამაშობს. თუმცა, წელს ნორჩ დინამოელებს 14 ტურის შემდეგ 0 ქულა აქვთ და მხოლოდ 2 გოლი აქვთ გატანილი საპასუხო 198-ის მიღებულისა.
ქალთა ლიგის გათამაშების კიდევ ორ კლუბს, „ბათუმსა" და „ელიტას" კი, კარგი შანსი აქვთ ზედა ოთხეულში მოხვედრის, თუმცა, გუნდებს დარჩენილ ტურებში ქულების მაქსიმუმი აქვთ ასაღები და ამასთან თბილისურმა „კვარტალმა", რომელსაც არ უდგას კარგი დრო, დარჩენილ 4 ტურში ქულების მაქსიმუმი უნდა დაკარგო. ქალთა ლიგის მე-15 ტური, 5 ივლისს არის ჩანიშნული. მანამდე კი, დღეს, 2 ივლისს, ქალთა ლიგის მე-14 ტური ჩხოროწყუში გამართული შეხვედრით დასრულდა.
ბონდო პაპასკირის სახელობის სტადიონზე ადგილობრივმა „სამეგრელომ" ქუთაისის „მართვეს" უმასპინძლა და 0-3 დამარცხდა. ანგარიში სტუმართა გუნდიდან 31-ე წუთზე მეგი გოცირიძემ გახსნა. 59-ე წუთზე ქუთაისელთა გამოცდილმა მცველმა ნათია სხირტლაძემ მეორე აიღო მასპინძელთა კარი. 78-ე წუთზე კი, ანა ჯანელიძემ კიდევ ერთი გოლი გაიტანა. 14 ტურის შემდეგ, ქუთაისელებს 14 ქულა აქვთ და სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილზე არიან.
აქვე შეგახსენებთ, რომ გათამაშებას 40 ქულით „ნიკე-ლუსო" ლიდერობს. 38 ქულა აქვს ქვეყნის მოქმედ ჩემპიონს „ლანჩხუთს", რომელიც აგვისტოდან ქალთა ჩემპიონთა ლიგის გათამაშებაში ჩაერთვება. რაც შეეხება ბომბარდირთა დავას, 23 გოლით, ამ სიას სათავეში „ნიკე-ლუსოსა" და ქალთა ეროვნული ნაკრების გამოცდილი გოლეადორი თეონა ბაქრაძე უდგას.
სფფ-ის ფოტო