
დღეს ნიონში გაირკვა საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრების მეტოქე საკვალიფიკაციო ეტაპის ფლეი-ოფში, რომლის დაძლევის შემთხვევაშიც ჩვენი გუნდი, ზედიზედ მეორედ ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ავთანდილ ასათიანის გაწვრთნილი გუნდი, სლოვაკეთს დაუპირისპირდება და ორ-რაუნდიანი დუელის პირველ მატჩს, თბილისში გამართავს. უეფა-ს მიერ შემოთავაზებული თარიღები 15-24 სექტემბერია, შესაბამისად, ქართველმა ქომაგებმაც, ფუტსალის ნაკრების მხარდასაჭერად, სწორედ ამ პერიოდზე უნდა აიღონ თადარიგი.
დღევანდელ წილისყრაში, რომელიც ევროპის ჩემპიონატის მთავარ წილისყრას თან უსწრებს დღეს, საერთო ჯამში 8 გუნდი დაწყვილდა:
იტალია - ყაზახეთი
უნგრეთი - რუმინეთი
ბელგია - ბოსნია და ჰერცეგოვინა
საქართველო - სლოვაკეთი
აღნიშნულ წყვილებში გამარჯვებული ნაკრები გუნდები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის ბოლო ოთხი საგზურის მფლობელები გახდებიან და შესაბამისად იმ ქვეყნებს (სომხეთი, ბელარუსი, ხორვატია, ჩეხეთი, საფრანგეთი, ლატვია (თანამასპინძელი), ლიეტუვა (თანამასპინძელი), პოლონეთი, პორტუგალია (მოქმედი ჩემპიონი), სლოვენია (თანამასპინძელი), ესპანეთი და უკრაინა) შეუერთდებიან, რომლებსაც 2026 წლის 20 იანვრიდან 7 თებერვლის ჩათვლით დაგეგმილ ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლება უკვე აქვთ.
აქვე შეგახსენებთ და ჩვენი გვერდიც იტყობინებოდა, რომ რამდენიმე დღის წინ, უეფა-ს აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებით, ფუტსალის ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის ორ მასპინძელ ქვეყანას კიდევ ერთი, დაემატა - იხილეთ შესაბამისი ბმული.