
თბილისში, დავით პეტრიაშვილის სახელობის არენაზე დღეს, სლავა მეტრეველის სახელობის საქართველოს სუპერ თასის ფინალური მატჩის დროს იყო ყველაფერი აფეთქებული პირო, სამეზობლოდან გაშვებული ფოიერვერკი, წვიმა, შედარებით სუსტი ქარი ვიდრე წინა დღით, ივლისისთვის უჩვეულო სიგრილე, ორი გატანილი გოლი და არც ერთი 11-მეტრიანი.
რაღა დაგიმალოთ და ფინალისთვის უღიმღამო პირველი ტაიმის შემდეგ, რომელშიც გორის „დილამ" თბილისის „სპაერს" უმასპინძლა და რომელშიც პირობითი სტუმრები დომინირებდნენ, ეროვნული ლიგის ერთ-ერთი ლიდერი გუნდის, „დილას" მხრიდან აქტიური მეორე ტაიმით განახლდა. თუმცა, ამ აქტიურობამ შედეგი, მხოლოდ, მეორე ტაიმის მიწურულს და ისიც, „სპაერის" დაცვის უყურადღებობას და შეცდომას მიჰყვა - ერთი რომ საერთოდ უმეთვალყუროდ იყო შოთა შეყილაძე და მერე მის მიერ ჟოაუ არაუჟოს გარშემოც, რომელმაც ანგარიში გახსნა, ხელი რომ შეეშალა გვერდით არც არავინ იყო. „დილა" 86-ე წუთზე დაწინაურდა. მსაჯის მიერ კომპენსირებული 5 წუთიდან მეორე წუთზე კი, „სპაერის" შეცდომას მეტოქის საჯარიმოში, თანაც საკუთარი შეტევის დროს, ბევრად გამოცდილ გორელთაგან შესაბამისი რეაქცია მიყვა - გრძელი გადაცემას, რომელიც ვერც თითქმის მინდვრის ცენტრში გამოსულა სპაერელთა მეკარემ ჩაშალა, გორელთაგან მარტივი გაგრძელება მოჰყვა, ცარიელი კარისკენ მიმავალ გრიგოლ ჩაბრაძეს, ისე, რომ ხელს არავი უშლიდა, ბურთი უბრალოდ მშვიდად უნდა მიეცილებინა კარის ხაზს იქით და ამ შეხვედრაში, საბოლოო ანგარიში 2-0 დაეფიქსირებინა.
„დილა" საქართველოს სუპერ თასის 2025 წლის მფლობელია, ამასთან კლუბმა, ეს პირველად მოახერხა და თასიც, მნიშვნელოვანი ევროტურნირების წინ, რომელზეც იმედი გვაქვს წარმატებულად იასპარეზებს სფფ-ის ვიცე პრეზიდენტისგან, კახა ჭუმბურიძისგან ჩაიბარა.
აქვე გეტყვით, რომ მესამე ადგილისთვის ერთი დღით ადრე, ქუთაისის „ტორპედომ" კურიოზული პენალტების სერიის შემდეგ, ელიგის ლიდერი, „იბერია 1999", 4-3 დაამარცხა.
და ბოლის, „დილას" მსგავსად, ევროტურნირებზე გამოსვლა ელით საქართველოს სუპერ თასზე მონაწილე ყველა გუნდს. თუმცა, ამ თემით, სხვა სტატიებში დავბრუნდებით.
სფფ-ის ფოტო / ლაშა კუპრაშვილი