ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთ ლორენცო დაამარცხა, რიგშია მეორეა
ნიკოლოზ ბასილაშვილმა ერთ ლორენცო დაამარცხა, რიგშია მეორეა
01.07.2025
ავტორი: TSFF.Ge

ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონზე ასპარეზობას აგრძელებს. ქართველმა ჩოგბურთელმა, დიდი სლემის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ტურნირის ძირითადი ბადის პირველი შეხვედრა ოთხ სეტში 6-2, 4-6, 7-5, 6-1 მოიგო. ბასილაშვილმა, რომელიც „ჯიუტად" ცდილობს ტოპ ჩოგბურთელთა შორის დაბრუნებას, პირველ წრეში მსოფლიო რეიტინგის მე-7 ნომერი, იტალიელი ლორენცო მუზეტი დაამარცხა.  


შეხვედრის შემდეგ, რომელმაც 2 საათსა და 25 წუთს გაგრძელდა, ქართველმა ჩოგბურთელმა ხაზი გაუსვა, რომ მისთვის ცალსახად სასიამოვნო არის ლორენცოზე გამარჯვება.


„საკმაოდ რთული წინაპირობა იყო, განსაკუთრებით ჩემთვის და მიხარია, რომ მოვახერხე მოგება. ფიზიკურად რთული მატჩი იყო. კი, მე ვიყავი მსოფლიო რეიტინგის მე-16 ნომერი  და უმაღლესი კატეგორიის ხუთი ტურნირიც მოვიგე. შემდეგ რამდენიმე ოპერაცია გავიკეთე, მარჯვენა ხელზე, ტრავმებმა შემაფერხა. „ვაილქარდის" ვერ მივიღე. მომიწია კვალიფიკაციის გავლა. ჩემს ასაკში, ამის გაკეთება რომ შევძელი, ძალიან ამაყი ვარ. მომავალ შეხვედრაზე ვფიქრობ", - ამბობს ნიკოლოზ ბასილაშვილი, რომელმაც, ტურნირის 2024 წლის .


აქვე შეგახსენებთ, რომ მეზეტი, შარშანდელი ტურნირის ნახევარფინალისტი იყო, შესაბამისად, არაა გამორიცხული, ჩოგბურთელი, ქართველთან ზედმეტად თავდაჯერებულიც გამოვიდა, თუმცა, მატჩის შემდეგ აღიარა, რომ: „დასაწყისში კორტზე არ ვიყავი კომფორტულად. მატჩის მსვლელობისას მართლა დავკარგე კონცენტრაცია და ვერ ვახერხებდი ბურთზე რეაგირებას, მათ შორის გვერდითი მოძრაობებისას, რომლებზეც სხვა დროს ვიცი ხოლმე, როგორ ვიმოქმედო, დღეს ჩანდა, რომ არასდროს გამიკეთებია. ძალიან ცუდი თამაში მქონდა", - ამბობს იტალიელი.


ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე, მომდევნო ეტაპზე ასევე იტალიელი ჩოგბურთელი იქნება. ამჯერად ქართველი, რომელიც ცოცხალ რეიტინგში 126-ე ნომერია, რეიტინგის 47-ე ადგილზე მყოფ ლორენცო სონეგოს დაუპირისპირდება, რომელმაც პირველ წრეში, სამ სეტში პორტუგალიელი ხაიმე ფარია 6-3, 6-4, 6-2 დაამარცხა. მატჩი, 3 ივლისს არის ჩანიშნული.


მომავალი მეტოქეების შესახებ იხილეთ ბმული.