
12-დან 20 ივლისის ჩათვლით, თელავი, ხელბურთში, 19-წლამდე გოგონათა ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლებს. გათამაშებაში, რომელშიც 10 ნაკრები (ბელგია, ბულგარეთი, დიდი ბრიტანეთი, ისრაელი, იტალია, კოსოვო, ლუქსემბურგი, სლოვაკეთი, უკრაინა) მონაწილეობს, არია ქართველი გოგონებიც.
წილისყრის შედეგად გუნდები ორ კალათში არიან გადანაწილებულნი.
A კალათი: სლოვაკეთი, საქართველო, ლუქსემბურგი, ბულგარეთი, უკრაინა
B კალათი: იტალია, ისრაელი, კოსოვო, დიდი ბრიტანეთი, ბელგია.
საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს გამართავს 12 ივლისს, 16:30 საათზე, იტალიის წინააღმდეგ. სრული განრიგი კი ასე გამოიყურება:
12 ივლისი / იტალია - საქართველო
13 ივლისი / ბელგია - საქართველო
15 ივლისი / საქართველო - დიდი ბრიტანეთი
16 ივლისი / საქართველო - კოსოვო
ამის შემდეგ, 10 გუნდიან სატურნირო ცხრილში, 5-8 ადგილზე გასული გუნდები, 18 ივლისს, ერთმანეთში ხსენებულ ადგილებს გაითამაშებენ. ამავე დღეს, ცხრილში 1-4 ადგილზე გასული გინდები 1/2 ფინალში დაუპირისპირდებიან ერთმანეთს.
9-10 ადგილებისთვის ორრაუნდიან დაპირისპირებას გამართავენ ზემოთხსენებული სატურნირო ცხრილის ბოლო ორი ადგილოსანი გუნდი, რომლებიც 18 და 20 ივლისს შეხვდებიან ერთმანეთს და ორი შეხვედრის ჯანში, საუკეთესო შედეგით, საბოლოო შედეგს დააფიქსირებენ.
20 ივლისს გაიმართება კიდევ ოთხი შეხვედრა - კერძოდ, 5-8 ადგილებზე გასული გუნდები, საბოლოოდ გაარკვევენ თუ, რომელი ადგილი შეხვდებათ ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, შემაჯამებელ ცხრილში. 18 ივლისის შეხვედრებში დამარცხებული გუნდები 7-8 ადგილისთვის, გამარჯვებულები კი, 5-6 ადგილისთვის იბრძოლებენ. ნახევარფინალებში დამარცხებული გუნდები მესამე ადგილის შეხვდებიან ერთმანეთს, ბოლოს კი, თელავის სპორტის სასახლეში, ფინალური მატჩი გაიმართება.
აღნიშნული ტურნირის ტექნიკური შედეგების ნახვა, მითითებულ ბმულზე შეგეძლებათ.