21 ივნისს ჩეხეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოთხივე ქართველი ფინალში იასპარეზებს
21 ივნისს ჩეხეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოთხივე ქართველი ფინალში იასპარეზებს
20.06.2025
ავტორი: TSFF.Ge

19-დან 22 ივნისის ჩათვლით, ჩეხეთში, ევროპის ჩემპიონატი მიმდინარეობს კანოე სპრინტში, რომელშიც საქართველოს სპორტსმენები მარიამ ქერდიკაშვილი, ბადრი ყაველაშვილი, გია გაბედავა და სერგეი იემილიანოვი მონაწილეობენ.


დღევანდელი მონაცემებით ჩვენებმა, ყველამ მოახერხა ფინალში გასვლა. ბადრი ყაველაშვილმა ევროპის ჩემპიონატზე კანოე სპრინტში K1 (200m) ნახევარფინალში პირველი ადგილი დაიკავა და ფინალის საგზური მოიპოვა. ახლა ბადრი, 22 ივნისს, 12:46 საათზე უკვე მედლებს შეუტევს.


კანოე სპრინტში ფინალშია გია გაბედავაც C1 (200m), რომელიც ხვალ, 21 ივნისს, თბილისის დროით 13:49 საათზე შეეცდება მედლებისთვის ბრძოლას.


წარმატებით იასპარეზა მარიამ ქერდიკაშვილმა. ქართველმა ქალმა კანოისტმა C1 (200m) დისტანციაზე, ნახევარფინალურ გაცურვაში 1 ადგილი დაიკავა და ხვალ, ფინალში ასპარეზობის უფლება მოიპოვა. მარიამის გაცურვა 13:40 საათზე არის ჩანიშნული.  


რაც შეეხება სერგეი იემილიანოვი KL3 (200m) დისტანციაზე, ჩვენიანი კანოე სპრინტში ფინალშია და ხვალ, 17:11 საათიდან, უკვე მისგან დაველოდებით მედლებს.