ეთო ლიპარტელიანი, პირველ მერცხალი, რომელიც მოიყვანს ახალ წარმატებებს...
ეთო ლიპარტელიანი, პირველ მერცხალი, რომელიც მოიყვანს ახალ წარმატებებს...
19.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


დღეს, ჩვენმა სპორტულმა ვებ-გვერდმა, როგორც იქნა მიაღწია, ბუდაპეშტში მიმდინარე ჯუდოს მსოფლიო ჩემპიონატამდე. უფრო ზუსტად, სლოვაკეთიდან ბუდაპეშტში გუშინ გადავედით, თუმცა, ჩვენი ჩასვლისას, ქართული დღე, მოულოდნელად დასრულებული დაგვხდა. დღეს კი, დილიდან საქმეც შევუდექით და ეთო ლიპარტელიანი ჩავწერეთ. ქართველ ქალთა, რომელის მაგალითზე უკვე ახალი თაობა იზრდება, სრულ ინტერვიუს, ჩვენ სოციალურ ქსელში მოგვიანებით შემოგთვაზებთ, მანამდე კი, ეთერმა, საკუთარ სოციალურ ქსელში შემდეგი შინაარსის სტატუსი გამოაქვეყნა:


„ყველას უღრმესი  მადლობა, მოლოცვისთვისა და გულშემატკივრობისთვის ბედნიერი და ამაყი ვარ რომ , ვასახელე ჩემი ქვეყანა და მოვახერხე ამეჟღერებინა საქართველოს ჰიმნი საზღვრებს გარეთ. ბედნიერი ვარ რადგან ამდენი შრომა და წვალება დამიფასდა, იყო ბევრი გულის ტკივილი იყო ბევრი წარუმატებლობა,  დაცემა  საბედნიეროდ მყავს ისეთი ადამიანები ვინც წამომაყენეს და ფარხმალი არ  დამაყრევინეს. მადლობა  პირველ რიგში, ჩემს მეუღლეს რადგან ოლიმპიადაზე განცდილი მარცი , უმძიმესი იყო ჩემს ცხოვრებაში. მეზიზღებოდა ყველაფერი რომ ვხედავდი , ყველაფერი ჩავდე მოკლებული ვიყავი ყველას და ყველაფერს მხოლოდ ვარჯიში და რეჟიმში ყოფნა ! თუმცა ერთი ნაბიჯი დამაკლდა ოლიმპიურ მედლამდე.


ზუსტად მახსოვს ჩემ მეუღლემ მითხრა ,, ეთო ვიცი რთულია ვიცი გეტკინა მაგრამ , მერე უფრო გეტკინება რადგან დანებდები და შენს მიზნებსა და ოცნებებზე უარს იტყვი " რთული იყო მაგრამ დავბრუნდი და დავბრუნდი ისე რომ შევეცდები ჩემი სახელი კიდევ ბევრჯერ შევიდეს ისტორიაში ! ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ჩემს მწვრთნელებს, ჩვენს ექიმსა და ფედერაციას გვერდში დგომისთვის ! მე ბედნიერი და ამაყი ვარ რომ მოვიპოვე პირველი ოქროს მედალი და გავხდი პირველი ,, მსოფლიო ჩემპიონი ქალი საქართველოში", - წეროს ეთო ლიპარტელიანი.


ახლა, კი, ქართული გუნდი, აქ მყოფი გულშემატკივარი და ჩვენც, გურამ თუშიშვილის მედლის მოლოდინში ვართ.