მსოფლიო თასის სუპერ ფინალში მეხუთე, რეიტინგში კი, მესამე
მსოფლიო თასის სუპერ ფინალში მეხუთე, რეიტინგში კი, მესამე
15.06.2025
ავტორი: TSFF.Ge

ქართველმა მხატვრულმა მოცურავემ მარია ალავიძემ, მსოფლიო თასის სუპერ ფინალში ასპარეზობა მეხუთე ადგილით დაასრულა. ტურნირი ჩინეთში გაიმართა და ქართველმა სპორტსმენმა, როგორც თავისუფალ სოლო, ასევე ტექნიკური სოლო პროგრამით იასპარეზა და ორი პროგრამის ჯამში, მსოფლიო რეიტინგის მესამე ადგილზეა.


აღსანიშნავია, რომ ალავიძემ, თავისუფალ სოლო პროგრამაში ჯამში 2097865 ქულა დააგროვა, რის წყალობითაც, აღნიშნულ პროგრამაში საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.


მარიამ, ნიტა ნათობიძესთან ერთად, წყვილთა შორის ტექნიკურ დუეტშიც იასპარეზა და მე-10 ადგილზე გავიდა. წყვილის გამოსვლა წარმატებული იყო თავისუფალ დუეტშიც, სადაც მარიამ და ნიტამ მე-7 ადგილით დაასრულეს ასპარეზობა.



ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სახეობები