ეს დღე მალე უნდა დავივიწყოთ... მთავარია, რომ ვაჩვენეთ ხასიათი
ეს დღე მალე უნდა დავივიწყოთ... მთავარია, რომ ვაჩვენეთ ხასიათი
15.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი


ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, დასანანი მარცხის შემდეგ, ქართველმა 21-წლამდებმა მედიისთვის კომენტარები გააკეთეს.


გიორგი აბუაშვილი: „ძალიან დასანანი მარცხი განვიცადეთ, ასეთ ფინალს არ ვიმსახურებდით. თუმცა მადლობა ბიჭებს თავგანწირვისთვის, თავდადებისთვის, ყველაფერი გავაკეთეთ მოსაგებად, მაგრამ ფეხბურთში ეს ხდება. ყველა ფიქრობდა, რომ მოგებული გვქონდა, თუმცა ფეხბურთში ეს ხდება, ჩვეულებრივი ამბავია.

პროფესიონალები იმიტომ ვართ, რომ ეს თამაში მალე უნდა დავივიწყოთ. დღეიდან უნდა გადავერთოთ მომდევნო მატჩისთვის და დღესაც დავამტკიცეთ, რომ შეგვიძლია ჯგუფიდან გასვლა და ამისთვის ყველაფერს გავაკეთებთ".


გიორგი კვერნაძე: „ვფიქრობ, კარგი მატჩი გამოვიდა. პირველ ტაიმში ისინი დომინირებდნენ, ბურთი მეტად ეჭირათ, მაგრამ მეორე ტაიმში რამაზ სვანაძემ ტაქტიკური ცვლილებები შეიტანა, რამაც იმუშავა. ჩემი აზრით, კარგად ვითამაშეთ, ვაჩვენეთ ხასიათი, რაც ჩვენ შეგვეფერება, რითაც აქამდე მოვედით, მაგრამ არ გაგვიმართლა, ფეხბურთია და ყველაფერი ხდება.

ყველა კარგად ხედავს, როგორი გუნდი ვართ, არასდროს ვნებდებით, ჩვენს ხასიათს ვაჩვენებთ. ვფიქრობ, პორტუგალიასთან მოვიგებთ და ვაჩვენებთ იმ ყველაფერს, რასაც ქართველ გულშემატკივარს აქამდე ვაჩვენებდით. ძალიან დიდი სიამოვნებაა, როდესაც გვერდში გყავს ისეთი ფეხბურთელები, რომელთა იმედი გაქვს, იცი, რომ იბრძოლებენ და ყველაფერს გააკეთებენ. ვფიქრობ, ყველა ფეხბურთელი 100%-ით დაიხარჯა, უბრალოდ არ გაგვიმართლა, ფეხბურთში ეს ხდება"


ნოდარ ლომინაძე: „განწყობა ცოტა სევდიანია, მაგრამ ჩვენი თავის გვჯერა, მარტივად და სწრაფად შევძლებთ ჩვენს თავში ძალის პოვნას, რადგან ბევრისთვის, უმეტესობისთვის პორტუგალიასთან ახალგაზრდულ ნაკრებში ბოლო თამაში იქნება და ვეცდებით, რომ ჩვენი მაქსიმუმი გავაკეთოთ, დანარჩენს თამაში გვიჩვენებს.

ვიცოდით, რა გველოდა, რა სისწრაფეებთან და გამძლეობასთან გვექნებოდა დაპირისპირება. ვფიქრობ, თავი ნორმალურად გავართვით, რაღაცებში ფიზიკურობიდან გამომდინარე გვიჭირდა, მაგრამ საბოლოო ჯამში ნორმალური თამაში იყო. პატარა შეცდომები დავუშვით, რასაც გავითვალისწინებთ და უფრო ძლიერები დავბრუნდებით.

ჩემი აზრით, ბოლოს უფრო მეტი კონცენტრაცია იყო საჭირო, რაღაც მომენტში ალბათ უკვე მოგებული გვეგონა ეს თამაში. გამოცდილებიდან გამომდინარე გვაჯობეს და უფრო მეტი ძალა გამოიჩინეს"


გიზი მამაგეიშვილი: „ყველაზე კარგი ისაა, რომ ფსიქოლოგიურად კარგი ნაკრები ვართ, მზად ვართ ამ ყველაფრისთვის. ძნელია, როდესაც ხელიდან უშვებ ჯერ მოგებას და შემდეგ დამარცხდები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი მენტალობის და ფსიქოლოგიის გუნდი ვართ, რომელიც ძალებს მალე მოიკრებს და გადავერთვებით შემდეგი თამაშისთვის.

რეალობას არ მოვწყდებით და არ ვიფიქრებთ, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამ გამარჯვებით ან ფრის შემთხვევაში. დავუბრუნდებით იმ რეალობას რაშიც ვართ და პორტუგალიასთან მატჩისთვის მოვემზადებით"


ლუკა ხარატიშვილი: „ყველაზე კარგი ისაა, რომ ფსიქოლოგიურად კარგი ნაკრები ვართ, მზად ვართ ამ ყველაფრისთვის. ძნელია, როდესაც ხელიდან უშვებ ჯერ მოგებას და შემდეგ დამარცხდები, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ჩვენ ძალიან ძლიერი მენტალობის და ფსიქოლოგიის გუნდი ვართ, რომელიც ძალებს მალე მოიკრებს და გადავერთვებით შემდეგი თამაშისთვის.

რეალობას არ მოვწყდებით და არ ვიფიქრებთ, თუ რა შეიძლება ყოფილიყო ამ გამარჯვებით ან ფრის შემთხვევაში. დავუბრუნდებით იმ რეალობას რაშიც ვართ და პორტუგალიასთან მატჩისთვის მოვემზადებით".