ბუდაპეშტში მეორე დღეს უიღბლო გამოდგა
ბუდაპეშტში მეორე დღეს უიღბლო გამოდგა
14.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უნგრეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატი, ჯერ-ჯერობით ქართველ ჯუდოკებს არ წყალობს. გიორგი სარდალაშვილის შემდეგ, რომელიც კვლავაც გავიმეორებთ, რომ ოდნავ მასპინძელი ქვეყნის წარმომადგენლის სასარგებლოდ მიკერძოებას „შეეწირა", მსოფლიო ჩემპიონატის მედლებისთვის ბრძოლას, -66კგ წონით კატეგორიაში, დღეს, ვაჟა მარგველაშვილიც გამოეთიშა.


ქართველმა მეორე წრიდან დაიწყო და პირველი შეხვედრა მონღოლ ბაშჰუ იონდონპერენლეისთან  იპონით მოიგო, თუმცა უკვე მომდევნო შეხვედრაში, ტაჯიკ ნურალ ემომალისთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.


დღესვე, ბუდაპეშტის ტატამზე კიდევ ერთი ქართველი (მამლუქი) ასპარეზობდა კვიპროსის სახელით, გიორგიოს ბალარჯიშვილი, რომელიც პირველივე წრეში, სერბ სტრაჰინია ბუნჩიჩთან დამარცხდა და ჩემპიონატს გამოეთიშა.


ხვალ, ბუდაპეშტის ტატამზე ქართული გუნდი სამი სპორტსმენით იქნება წარმოდგენილი. -73 კგ წონით კატეგორიაში ქართული გუნდის ლეგენდა, ლაშა შავდათუაშვილი იასპარეზებს. ხვალიდან დაიწყებენ ასპარეზობას ჩვენი გოგონებით. -57 კგ წონითი კატეგორია, რომელიც ქართულ გუნდს გაორებული აქვს, ეთერ ლიპარტელიანი და ნინო ლოლაძე ჩაერთვებიან.

 


ფოტო: © IJF / (c) Di Feliciantonio Emanuele