ბუდაპეშტში „სარდალა“ აშკარად დაგვიჩაგრეს!
ბუდაპეშტში „სარდალა“ აშკარად დაგვიჩაგრეს!
13.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ბუდაპეშტში, სტარტი აიღო მსოფლიო ჩემპიონატმა ჯუდოში. საქართველო 13 ჯუდოკით არის წარმოდგენილი და პირველივე დღეს, ჩვენ ოქროს მედლის თუ არა, საპრიზო სამეულში მოხვედრის იმედი მაინც გვქონდა. მითუმეტეს, რომ -60 კგ წონით კატეგორიაში მოქმედმა მსოფლიო ჩემპიონმა, გიორგი სარდალაშვილმა, რომელიც მეორე წრიდან ჩაერთო ასპარეზობაში, იპონით დაიწყო. თუმცა, უკვე მომდევნო დაპირისპირებაში, არ მომერიდება თუ ვიტყვი მსაჯების აშკარა დაუდევრობის გამო, 22 წლის იუკოთი დამარცხდა, ჩემიონატის მასპინძელ უნგრელ მარტონ ანდრასისთან, სპორტსმენთან და ასპარეზობას გამოეთიშა.


ბუნებრივია, ბრძოლის შემდეგ, მუშტების ქნევას არ აქვს აზრი, თუმცა, პრევენციისთვის, რომ იგივე არ გამეორდეს მომავალ საშეჯიბრო დღეებზე, კარგია, თუ, ქართული დელეგაცია, ოფიციალურ პროტესტს გამოთქვამს და ზოგადად, რეაგირებას მოახდენს.


სხვათა შორის, უნგრელთან დამარცხდა, კიდევ ერთი ქართველი, ლუკა მხეიძე, რომელიც საფრანგეთის სახელით ასპარეზობს და ალბათ, ისიც, მედლისა და საპრიზო სამეულის ერთ-ერთ პრეტენდენტად მოიაზრებოდა.   


შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მსოფლიო პირველობაზე, რომელიც არაბეთის გაერთიანებული საამიროების დედაქალაქ აბუ დაბიში ჩატარდა, საქართველოს ნაკრებმა ორი ოქროს, ერთი ვერცხლისა და ერთი ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. ჩემპიონები გიორგი სარდალაშვილი (60 კგ) და ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) გახდნენ, გურამ თუშიშვილი (+100 კგ) - ვერცხლს, ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) კი ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.


ხვალ, კიდევ ორ წონით კატეგორიაში გათამაშება მედლები, რომელთაგან ერთში, -66 კგ წონით კატეგორიაში ვაჟა მარგველაშვილი იასპარეზებს.


აქვე შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) და გიორგი სარდალაშვილმა (-60კგ) მოიპოვეს, ვერცხლის მედალი - გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), ბრინჯაოს მედალი კი - ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ).  შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი ზედიზედ მეორედ მოიგო.


 

ფოტო: © IJF /  Di Feliciantonio Emanuele