
რამდენიმე წუთში უნგრეთში, სტარტს აიღებს მსოფლიო ჩემპიონატი ჯუდოში, რომელშიც რა თქმა უნდა, ქართველი ჯუდოკებიც მონაწილეობენ. ჩვენი ნაკრები, ბუდაპეშტში პირად პირველობაში 13 სპორტსმენით არიან წარმოდგენილი მათ შორის 9 ბიჭი, სადაც ორი წონა გაორებული გვაქვს და 4 გოგონაა, აქ, ერთი წონა გვაქვს გაორებული:
-60 კგ / გიორგი სარდალაშვილი
-66 კგ / ვაჟა მარგველაშვილი
-73 კგ / ლაშა შავდათუაშვილი
-81 კგ / ტატო გრიგალაშვილი, ზაურ დვალაშვილი
-90 კგ / ლაშა ბექაური, ლუკა მაისურაძე
-100 კგ / ილია სულამანიძე
+100 კგ / გურამ თუშიშვილი
-57 კგ / ეთერ ლიპარტელიანი, ნინო ლოლაძე
-63 კგ / ეთერ ასკილაშვილი
+78 კგ / სოფიო სომხიშვილი
ბუდაპეშტშივე ბუნებრივია, 20 ივნისს, გუნდურ ასპარეზობა გაიმართება, რომელის დროსაც საქართველოს ნაკრების შემადგენლობას შეუერთდებიან: მიხეილ ბახბახაშვილი, გიორგი ჯაბნიაშვილი, საბა ინანეიშვილი და მარიამ ჭანტურია.
აქვე შეგახსენებთ, რომ 2024 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე ინდივიდუალურ ასპარეზობაში ოქროს მედლები ტატო გრიგალაშვილმა (-81 კგ) და გიორგი სარდალაშვილმა (-60კგ) მოიპოვეს, ვერცხლის მედალი - გურამ თუშიშვილმა (+100 კგ), ბრინჯაოს მედალი კი - ვაჟა მარგველაშვილმა (-66 კგ). შერეულ გუნდურ ასპარეზობაში საქართველოს ქალთა და ვაჟთა შერეულმა ნაკრებმა ბრინჯაოს მედალი ზედიზედ მეორედ მოიგო.
ქართული გუნდის შემადგენლობიდან გამომდინარე, წელს ამ შედეგის გაუმჯობესების დიდი შანსი გვაქვს. დღის ბოლოს, თემას კვლავ დავუბრუნდებით. მანამდე კი გეტყვით, რომ მსოფლიო ჩემპიონატის დებულებით, 13-დან 19 ივნისის ჩათვლით ყოველდღიურად მედლების ორი კომპლექტი გათამაშდება - ერთი კაცებში და ერთიც ქალებში. შესაბამისად, დღეს, ქართული დღე მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონით, გიორგი სარდალაშვილით გვეწყება. აქვე გეტყვით, რომ უნგრულ ტატამზე დღეს კიდევ ერთი ქართველი, საფრანგეთის სახელით მოასპარეზე მამლუქი ლუკა მხეიძეც იასპარეზებს. გიორგიც და ლუკაც მედლებისკენ გზას, მეორე წრიდან შეუდგებიან.





ჩვენ







