საქართველოს წყალბურთელებმა ევრო საგზურთან ერთად ჯგუფი უდანაკარგოდ დახურეს
საქართველოს წყალბურთელებმა ევრო საგზურთან ერთად ჯგუფი უდანაკარგოდ დახურეს
11.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

2026 წლის 10-25 იანვარს, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ბელგრადში, ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. ქართული გუნდისთვის ეს, ზედიზედ მეშვიდე ჩემპიონატი იქნება. სერბეთში გასამგზავრებლად კი, ქართულ გუნდს, „ოლიმპიკზე" შესარჩევ ჯგუფში მოუხდათ ასპარეზობა, სადაც ჩვენს გარდა ბულგარეთის, შვეიცარიისა და ისრაელის ნაკრებები ასპარეზობდნენ.


ჯგუფის ბოლო შეხვედრაში ჩვენი ნაკრები ისრაელს დაუპირისპირდა და პირველი სამი პერიოდი, ერთნაირი ანგარიშით, 4-2 მოიგო, ბოლო კი, 7-3. საბოლოოდ, 19-9 (მატჩის ტექნიკური ოქმი) გაიმარჯვა და ჯგუფში ქულა დაუკარგავად პირველი ადგილით დაასრულა ასპარეზობა.


ამ დღეს, მწვრთნელებმა განაცხადში მყოფ ყველა (14) წყალბურთელს მისცეს თამაშის საშუალება. გოლები კი გაიტანეს: ნიკა შუშიაშვილი (4), ვაკო დადვანი (3), იოვან სარიჩი (3), დუშან ვასიჩი (3), საბა ტყეშელაშვილი (2),ბესო ახვლედიანმა (1), რეზი იმნაიშვილი (1), შტეფან პიეშივაჩი (1), ლუკა ჩიქოვანი (1),


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა 41-10 მოიგო ბულგარეთს, ანგარიშით 29-5 კი შვეიცარიელები დაამარცხა.