გუნდში კარგი ატმოსფეროა და ამბიცია - ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს
გუნდში კარგი ატმოსფეროა და ამბიცია - ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს
12.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

თამაშის მოგების ამაზე მაგარი ვარიანტი არ არსებობს - ასეთი იყო გუშინ, საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელის, ვილი სანიოლის შეფასება, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თამაშის დასრულების შემდეგ, რომელიც მან, ქართული მედიისთვის, ჟილინაში გააკეთა. ქართველთა ნაკრების მთავარ მწვრთნელს, შედეგთან ერთად, ზოგადად, თამაშიც მოეწონა. სანიოლის თქმით, მაშინ როცა, ყველა ფიქრობდა, რომ ჯგუფში სადაც საფრანგეთი, პორტუგალია და პოლონეთი არიან, საქართველოს გაუჭირდებოდა, მაგრამ გუნდმა იწამა და ფანტასტიკური ქართული შთაბეჭდილება დატოვა.


„საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთად, როგორც იყო დაანონსებული საქართველოს ეროვნული ნაკრების სამწვრთნელო შტაბი და ვილი სანიოლი იმყოფებიან. უეფა-ს 21-წლამდე ევროპის საერთო ჯამში გუნდმა ითამაშა კარგად, თუმცა, არა მხოლოდ გუნდმა. ძალიან ბევრმა ფეხბურთელმა დღეს ითამაშა ძლიან კარგად.


ვთვლი, რომ საკვანძო მომენტი იყო, როდესაც პოლონეთმა გაიტანა. რა თქმა უნდა ცოტა იმედგაცრუება იყო, მაგრამ მე დავინახე მაგალითად, როგორ რომელმაც კარიდან აიღო ბურთი და მას უნდოდა დროზე ეთამაშა, რადგან ეცადა გაეტანა გოლი. მე ვთქვი, რომ ეს კარგია, ისინი არ ეგუებიან 1-1-ს და უნდათ მეტი და ეს, მათ ბოლო წუთებზე აჩვენეს კიდეც. შესაძლოა, კვერნაძე, ცოტა აჟიტირებული იყო, მაგრამ რაღაც მნიშნელოვანის გაკეთება უნდოდა.


საზონოვისთვის ცოტა რთული გამოწვევა იყო ეს თამაში, ხშირად შეტევის მერე უკან ჩამოესწრო, მაგრამ ჩემი პატივისცემა და მხარდაჭერა მას, რადგან დაბრუნდე უკან ამდენი ხნის შემდეგ და ითამაშო 90 წუთი, დიდებული იყო... კარგი მაგალით სხვებისთვის!


მე მახსენდება თამაშები, რომელშიც მომიგია და წამიგია ბოლო წუთებზე...გააჩნია, რომელი მხრიდან უყურებ, მაგრამ გაიტანო ასეთი გოლი, არასდროს გავიწყდება, მარჯვენა მცველისგან, რომელიც აპრესინგებს, მანამდე ჰქონდა კარგი კროსი, იბრძოლა და ჩააწოდა. ეს ნიშნავს, რომ ყველას სჯეროდა ამ გამარჯვების, გუნდში არის კარგი ატმოსფერო და ბევრი ამბიცია. ეს არის ის, რაც სჭირდება საქართველოს, ამბიცია!" - ამბობს ვილი სანიოლი.


გემახსოვრებათ, რომ მატჩის საუკეთესო მოთამაშედ,  გიორგი მაისურაძე დაასახელეს. ამავე შეკითხვით, ქართველმა ჟურნალისტებმა ვილი სანიოლისაც მიმართეს, თუმცა, ქართველთა ეროვნული ნაკრების თავკაცს, რომელიმე ფეხბურთელის გამორჩება გაუჭირდა. „ყველამ კარგი შეხვედრა ჩაატარა, თუმცა, ვიტყოდი ხვადაგიანს, საკმაოდ ძლიერად ითამაშა დაცვაში და გუნდელებსაც შემატა თავდაჯერებულობა", - თქვა ვილიმ საქართველოს ახალგაზრდულის სასტარტო თამაშზე, რომელიც ჯგუფის მეორე თამაშს, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.



სპეციალურად ჟილინადან / აქვე მადლობას ვუხდი თ.გ-სა და შ.ა-ეს რომლებმაც ჩემს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე იზრუნეს.