პირველი მოგება ევროზე და მთავარი ამოცანა, ძალების დროული აღდგენა
პირველი მოგება ევროზე და მთავარი ამოცანა, ძალების დროული აღდგენა
12.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა დღეს პოლონელ თანატოლებთან ჩატარებული მატჩების სტატისტიკა ოდნავ გამოასწორა, თუმცა, ამ მოცემულობაში, მხედველობაში გვაქვს ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატი, რომელმაც დღეს აიღო სტარტი, ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა. ჟილინაში დასრულებული თამაშის შემდეგ, რომელშიც საქართველოს 21 წლამდე ნაკრებმა 1-2 გაიმარჯვა, მედიასთან საუბრისას რამაზ სვანაძემ, მედიის შეკითხვებს ასე უპასუხა და დაიწყო ნოდარ ლომინაძის იძულებითი შეცვლით, თუმცა, აღნიშნა, რომ „ამ წუთის მონაცემით ლომინაძის ტრავმა არ ჩანს სერიოზული. თუმცა, ხვალ კიდევ შევხედავთო".


გუნდის ხასიათი


სამი მცველი გამოგვაკლდა და ცოტა რთულ ვითარებაში ვართ, თუმცა, ფეხბურთელების შთაგონების წყარო არ იცვლება, უკვე დიდი ხანია. ასე იყო წინა თაობაშიც. მნიშვნელოვანია ყველაფერი ასეთ დონეზე, ნებისმიერი  კონკრეტული დავალება, თუ გადაწყობა უნდა იყოს წინასწარ დამუშავებული და ასეც არის. თუმცა, ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ  გუნდს აქვს ხასიათი და შინაგანი თვისებები, ასეთი სტრესული თამაშზე პასუხიმგებლობა არ არის იოლი. ბუნებრივია გვყავს გამოცდილი ფეხბურთელებიც, თუმცა არის ბევრი, რომლებიც ახლა დგამენ ევროპულ ნაბიჯებს და ხასიათის სიმტკიცე დგება წინა პლანზე.


ადრეც და ახლაც, არ მეგულება ფეხბურთელი გუნდში, რომელიც რაღაცას დათმობს, როგორც არ უნდა ვითარდებოდეს თამაში. დღესაც იყო მომენტები, რომელიც იყო კარგი და იყო, რაც არ სრულდებოდა. ფსიქოლოგიური თვალსაზრისით, რაღაც მომენტში, პენალტის შემდეგ,  გადაიხარა პოლონეთისკენ, მაგრამ ვიპოვეთ ძალა და ეს ვითარება საჩვენოდ შემოვაბრუნეთ.



ყვითელი ბარათები


5 ყვითელი ბარათი შემთხვევაში,  იყო რამდენმე ბავშვური „ყვითელი" და ამაზე, იქნება საუბარი, ალბათ, უფრო თეორიაზე, მაგრამ ეს ყველაფერი ასაკიდან და ემოციიდან გამომდინარეობს, რომელიც მოჭარბებული იყო. უნდა გაკონტროლდეს, ვერ გავამართლებ ვერანაირად. ამ საკითხებზე ვილაპარაკეთ თამაშამდე და მერეც თეორიაზე. რადგან ჩვენ გვჭირდება ყველა, ვინც არის შემადგენლობაში და ყოველივე იმის ფონზე, რომ გვყავს ფეხბურთელები, რომლებიც ტრავმის გამო გამოგვაკლდნენ.


მოლოდინი და რეალობა


პოლონელებთან, რასაც ველოდით, თავიდან ბოლომდე ის გუნდი დაგვხადა - სწრაფი, აგრესიული, სტანდარტულებზე და ორთაბრძოლებში კარგი. ორი კვირაა, რაც შევიკრიბეთ და შესაბამისად, გვქონდა აწყობილი პოლონეთზე თითოეული ვარჯიში. ფაქტია, რომ ამან იმუშავა 80%-ში თამაშის მიმდინარეობის. გაშვებული გოლის მერე, ის პენალტი არ იყო ლოგიკური... თორემ, მერე გავუშვით მცირე ხნით სადავეებიც ხელიდან. საერთოდ, ჯამში მადლობელი ვარ ფეხბურთელების, განსაკუთრებით ტაქტიკურ ნაწილში, ზედმიწევნით შეასრულეს დავალებები.


სიხარულის საბაბი


რეალურად, დღეს ყველა ბედნიერები ვართ გამარჯვებით, მაგრამ მე, როგორც ამ ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ბედნიერი ვარ, რომ მესამე წელია, ევროპის ჩემპიონატზე თამაში და ჯგუფურ ეტაპზე თამაშის მოგება გახდა ჩვეულებრივი მოვლენა. ეს არის დიდი მიღწევა, რაც სანაკრებო ფეხბურთს აქვს. მარტივად, გადავავლოთ თვალი წარსულ და ასეთი რამ ტელევიზიით გვქონდა ნანახი. იზრდება ყველა, ჩვენ, ფეხბურთელები, მოდიან თაობები. ის „უსახელო" (ეს სიტყვა, უფრო ალბათ, ნაკლებად ცნობილი იგულისხმა ჩვენმა პოლონელმა კოლეგამ, როდესაც თავიანთი გუნდის მწვრთნელს სთხოვა აეხსნა, დღევანდელ თამაშში მარცხის მიზეზი - სარედაქციო) გუნდი, რომელმაც 2023 წლის ევროპის ჩემპიონატზე გადალახა ჯგუფური ეტაპი, გრანდები ჩატოვა ჯგუფში, გუნდი, რომელმაც ისტორიაში პირველად, 2025 წლის ევროზე, გაიკვალა გზა  და დაიწყო 3 ქულით. ვიცით, რომ ურთულესი თამაშები გვაქვს წინ, არ ვაპირებ პროგნოზის გაკეთებას. სანამ აქ ვართ, მინდორზე ყველაფერი გაკეთდება, რომ დიდხანს გაგრძელდეს ეს დღეები.  იმ თაობებს, ვინც აქ არის და ვინც ტელევიზიით უყურებს, ეს არის მაგალითი და სტიმული და ის „უსახელო" გუნდი, მათ თვალწინ იზრდება და სულ ერთია მოედანზე ვინ დგას მის წინააღმდეგ.



რა იყო დღეს მთავარი

პირველი ტურის მერე პირველ ადგილზე ვართ. ყველაზე მთავარია ახლა, რაც შეიძლება სწრაფად აღდგენა. დიდი ძალა წავიდა. გვყავდა ფეხბურთელები, რომლებმაც, პირველად ითამაშეს დიდი დატვირთვით და აღდგენა აუცილებელია. საზონოვისთვის თამაში, ურთულესი იყო, რადგან დიდი ხნის პაუზის მერე, უცბად ითამაშა 90 წუთი (საბას, აგვისტოდან არ უთამაშია - სარედაქციო), რეალურად, არ შეიძლებოდა ასეთი დროით თამაში. მისასალმებელია, ისიც, რომ რამდენიმე მოთამაშეს, აშკარად შეცვლა დასჭირდა, თუმცა დამიძახეს, ჩავამთავრებთო. ეს არის ის, რაც გვაძლევს, დიდი რამეს, გუნდს რომელიც აქამდე მოვიდა.


მშრალი პირველი ტაიმის შემდეგ, დღევანდელ შეხვედრაში ანგარიში ქართველმა ფეხბურთელებმა გახსნეს, სტანდარტულის შემდეგ, უფრო ზუსტად, ირაკლი აზაროვის ჩაწოდებული კუთხურის შემდეგ, 55-ე წუთზე გოლი ნოდარ ლომინაძემ გაიტანა. 73-ე წუთზე, პოლონეთმა, კალუჟინსკის 11-მეტრიანით, რომელიც VAR-მაც გადაამოწმა და შვედი მსაჯის გადაწყვეტილება არ შეცვალა. სამაგიეროდ, ჩვენი აზრით, ამ მომენტიდან მალევე, სიგუაზე, პოლონელთა მეკარის უხეში თამაში, მსაჯებმა უბრალოდ გაატარეს. თუმცა, რამაზ სვანაძის გუნდმა, 3-ქულიანი მსაჯის მიერ კომპენსირებული 5 წუთის დასრულებამდე ერთი წუთით ადრე გაიტანა. შეცვლაზე შემოსული ვასილიოს გორდეზიანის გოლით, საქართველო 1-2 დაწინაურდა, 5 წუთი კი, კიდევ 3 წუთი გაგრძელდა, თუმცა, პოლონელებმა, ანგარიში ვეღარ შეცვალეს.


*** 

სხვათა შორის, უეფა-ს ოფიციალურმა ვებ-გვერდმა თავის მკითხველს, ლომინაძის გოლის შემდეგ შეახსენა, რომ საქართველო 2023 წლის ჯგუფური ეტაპის შემდეგ, დაუმარცხებელია, თუ არ ჩავთლით, ისრაელთან, 1/4 ფინალში პენალტების სერიასო და ერთის შეხედვით, რიტორიკული კითხვაც დასვა, ხომ არ ფიქრობთ, რომ ამჯერადაც, 21-წლამდეთა ევროზე, საქართველო კვლავ მოახერხებს იმავეს, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ გრძელი გზაა გასავლელიო... გრძელია გზა თუ მოკლე, ფაქტია, რომ C ჯგუფში ფავორიტებად შერაცხულმა საფრანგეთმა და პორტუგალიამ დღეს ფრედ, 0-0 ითამაშეს და ჯგუფსაც, ჩვენ ჩავუდექით სათავეში. დღესვე გაიმართა კიდევ ორი შეხვედრა, A ჯგუფში, რომელშიც, ესპანეთმა ბოლო წუთებზე, ევრო 2025-ის მასპინძელი სლოვაკეთი 2-3 დაამარცხა, იტალიამ კი, რუმინეთს მინიმალური ანგარიშით, 1-0 სძლია.




სპეციალურად ჟილინადან / აქვე მადლობას ვუხდი თ.გ-სა და შ.ა-ეს რომლებმაც ჩემს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრაზე იზრუნეს.