
საქართველოს 19-წლამდე ნაკრები მოლდოვაში ასაკობრივ საერთაშორისო ტურნირში მიიღო მონაწილეობა. ვასილ მაისურაძის გუნდმა 6-დან 10 ივნისის ჩათვლით სამი შეხვედრა გამართა, აქედან ერთში დამარცხდა, ერთში ფრედ ითამაშა და ტურნირის დებულების მიხედვით, ამ შეხვედრაში გამარჯვებული პენალტების სერიამ გამოავლინა და ერთშიც გაიმარჯვა.
6 ივნისი / მოლდოვა U19 - საქართველო U19 / 2-1
8 ივნისი / საქართველო U19 - მოლდოვა U20 - / 0-0 (პენალტები 4-5)
10 ივნისი / საქართველო U19 - სომხეთი U19 /4-0
გეტყვით, რომ ტურნირზე, გამონაკლისის სახით, ტურნირზე მასპინძელთა 20-წლამდეთა გუნდიც იყო დაშვებული.

ვასილ მაისურაძის გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: მეკარეები: გიორგი ყავლაშვილი („უნიონ სენ ჟილი", ბელგია), საბა ტარტარაშვილი („დინამო თბილისი"), ოთო დოღაძე („ლოკომოტივი" თბილისი); მცველები: მათე შათირიშვილი („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ამისულაშვილი („იბერია 1999"), დაჩი გოგოლი („ლოკომოტივი" თბილისი), ნიკოლოზ გვაზავა („დინამო თბილისი"), ნიკოლოზ ბოჭორიშვილი („იბერია 1999"), გიორგი ლომიძე („დინამო თბილისი"), გიორგი გვასალია („დინამო თბილისი"), საბა მურვანიძე („იბერია 1999"), გიორგი გაბრიჩიძე („იბერია 1999"); ნახევარმცველები: ლუკა წულაია („დინამო თბილისი"), ლაშა ხუციშვილი („დინამო თბილისი"), ალექსანდრე ქუთათელაძე („ლილი", საფრანგეთი), გიორგი ჩუბინიძე („ბორნმუთი", ინგლისი), დანილ დუპლი („კასტეიონი", ესპანეთი), დავით ზაქარეიშვილი („იბერია 1999"), ნიკოლოზ ცარციძე („ლოკომოტივი" თბილისი), ნიკოლოზ შალიკიანი („იბერია 1999"), რეზი დანელია („დინამო თბილისი"); თავდამსხმელები: საბა ნიორაძე („დინამო თბილისი"), გიორგი ფერაძე („დინამო თბილისი"), დავით გოგილაშვილი („იბერია 1999"), ნიკოლოზ ჩიქოვანი („დინამო თბილისი").

საქართველოს 19-წლამდეთა გუნდიდან მოდლოვას ტურნირზე გოლები გაიტანეს პირველ შეხვედრაში გიორგი გვასალიამ. მეორე თამაშში, 11 მეტრიანების სერიაში, ჩვენი გუნდიდან გაიტანეს რეზი დანელიამ, დავით ზაქარეიშვილმა, ნიკოლოზ ბოჭორიშვილმა, გიორგი ყავლაშვილმა. რაც შეეხება ბოლო შეხვედრას, რომელშიც მაისურაძის გუნდმა მშრალი ანგარიშით გაიმარჯვა, აქ გოლების ავტორები იყვნენ ნიკოლოზ ჩიქოვანი და დავით გოგილაშვილი, რომლებმაც პირველივე ტაიმში მოახერხეს დუბლების გაფორმება. მათ მიერ გატანილ გოლებში კი, წვლილი, გიორგი გვასალიასა და საბა ნიორაძეს მიუძღვით.
ბოლოს გეტყვით იმასაც, რომ აღნიშნული ასაკობრივი ნაკრები, 2025 წლის 12-18 ნოემბერს 19-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო რაუნდში ჩაერთვება, სადაც ხორვატიაში - სერბეთს, გიბრალტარს და მასპინძელ ხორვატიას დაუპირისპირდება.

ფოტო: მოლდოვას ფეხბურთის ფედერაცია





ჩვენ







