უკვე მეშვიდედ, საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა!
უკვე მეშვიდედ, საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა!
10.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

უკვე ზედიზედ, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს. კონტინენტის პირველობა 2026 წელს ბელგრადში გაიმართება და ის, ახალი ფორმატით ჩატარდება.


მანამდე კი, ჩვენი ნაკრები თბილისში მიმდინარე შესარჩევ ჯგუფურ ეტაპზე აგრძელებს ასპარეზობას. ჯგუფის მეორე შეხვედრაში, ჩვენი გუნდი შვეიცარიას დაუპირისპირდა და კვლავ სოლიდური სხვაობით 29-5 (მატჩს სტატისტიკა) მოიგო. როგორც ხედავთ, პირველი შეხვედრიდან განსხვავებით, რომელიც ჩვენმა გუნდმა გამანადგურებელი ანგარიშით, 41-10 მოიგო, ამჯერად, შედარებით ნაკლები გოლი გავიტანეთ, თუმცა, ბუნებრივია, ეს ყველაფერი შეფარდებითია.


საკის კეჩაგიასის გაწვრთნილმა საქართველოს ნაკრებმა შვეიცარიის ნაკრებთან სოლიდური სხვაობით მოიგო, 7-1 / 8-1 / 9-1 / 5-2. ამ ბოლო პერიოდში, დიდი ალბათობით, ბერძენმა ბიჭებს ცოტა „დასვენების" საშუალებაც მისცა, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე ორ-ორი საუკეთესო შედეგის მქონე გუნდი გადის, რატომაც არ უნდა გავიდეთ პირველი ადგილით? ბოლო შეხვედრაში კი ჩვენი ნაკრები ისრაელის გუნდს დაუპირისპირდება, რომლებსაც ორი სათამაშო დღის შემდეგ, ჩვენი ნაკრების მსგავსად, ორი მოგება აქვთ. ჯგუფის ბოლო შეხვედრას, ჩვენი ნაკრები ხვალ, 11 ივნისს, ისრაელის წინააღმდეგ ჩაატარებს.


დღევანდელ შეხვედრაში კი, გოლები გაიტანეს: ვაკო დადვანი (5), ბესო ახვლედიანმა (4),  გიორგი მაგრაქველიძე  (4), ნიკა შუშიაშვილი (3), სანდრო ადეიშვილი (3), დუშან ვასიჩი (2), რეზი იმნაიშვილი (2), შტეფან პიეშივაჩი (2), ლუკა ჩიქოვანი (2), საბა ტყეშელაშვილი (1),  ანდრია ვლაჰოვიჩ (1).


და ბარემ, აქვე ვთქვათ, ერთ პატარა რეკორდზეც, რომელიც შესარჩევი ჯგუფური ეტაპის პირველ სათამაშო დღეს დაფიქსირდა - 87 გოლი, რომელიც სწორედ C ჯგუფში, პირველ სათამაშო დღეს გავიდა, ევროპის წყალბურთის ფედერაციის მთავარი სალაპარაკო თემაა.


ფოტო: საქართველოს საწყლოსნო სახეობების ფედერაცია