
დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველად, ქართველი ხუთჭიდელი გიორგი ცხადაძე მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს. ინფორმაციას საქართველოს სპორტის სამინისტრო ავრცელებს. წყაროზე დაყრდნობით, მსოფლიოს თასის ფინალში მოსახვედრად ქართველმა ხუთჭიდელმა გიორგი ცხადაძემ წარმატებით იასპარეზა ეგვიპტის, უნგრეთისა და ბულგარეთის ეტაპებზე. ის დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში პირველი ქართველი ხუთჭიდელია, რომელიც მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებს.
ბოლო ეტაპის დასრულების შემდეგ ხუთჭიდის საერთაშორისო ფედერაციამ გამოაქვეყნა 36 საუკეთესო ქალი და 36 საუკეთესო მამაკაცი სპორტსმენის სია, რომლებიც მსოფლიოს თასის ფინალში იასპარეზებენ. ამ სიაშია გიორგი ცხადაძეც, რომელიც 25-ე ადგილს იკავებს.
ტურნირის ფინალური ეტაპი 4-6 ივლისს ეგვიპტეში, ქალაქ ალექსანდრიაში გაიმართება. საინტერესოა, რომ 20 წლის გიორგი, ჯერ ისევ იუნიორთა კატეგორიაში გადის, თუმცა, სენიორთა ფორუმებზე ასპარეზობს.
თასის ფინალამდე კი, გიორგი, სწორედ იუნიორთა მსოფლიო ჩემპიონატზე იასპარეზებს, რომელიც ივნისის ბოლოს უნგრეთში გაიმართება და იქ შეეცდება წარმატების მოპოვებას.





ჩვენ







