სრული მზადყოფნა სახლიდან შორს სახლივით გარემოში
სრული მზადყოფნა სახლიდან შორს სახლივით გარემოში
09.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

საქართველოს 21-წლამდე ნაკრები სლოვაკეთში, ევროპის 2026 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ორი თამაშის მასპინძელ ქალაქთან ახლოს, პატარა ქალაქ მარტინში უკვე მეორე დღე დაბინავებულია. ვიდრე უშუალოდ სპორტულ თემატიკას შევეხები, გეტყვით, რომ ჩვენები ამ ქალაქის ცენტრიდან, რომელიც საკმაოდ ლამაზი, სუფთა და ყველა თანამედროვე სტანდარტს მორგებულია, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტის თვალსაზრისითაც. ყველაზე მოშორებულ უბანში, სოფელს (მეგრული სოფლის, მოვლილი ეზოებით და გაბიბინებული მწვანე მოლებით სახლების წინ) უფრო რომ წააგავს არის დაბანაკებული. ჩვენი მოსაზრებით, საკმაოდ მშვიდ გარემოში, სადაც სამწვრთნელო შტაბს, გუნდის თამაშებისთვის კონცენტრაცია არ გაუჭირდება.


სწორედ ამ სასტუმროდან,  მოშორებით, დაახლოებით 13 წუთის (ავტო-ტრანსპორტით) გზაზე, FK Slovan Žabokreky-ს სტადიონზე ივარჯიშა დღეს რამაზ სვანაძის გუნდმა. სხვათა შორის, სწორედ ეს სტადიონი შეირჩა ჩვენი ნაკრებისთვის საწვრთნელ მოედნად და ამიტომ, საქართველოს სფფ-ის ფედერაციის გუნდმაც, რომელებიც, გუშინ, ქუთაისში გამართული საქართველო-კაბო-ვერდეს დაპირისპირების შემდეგ, კოპიტნარიდან ჯერ ვენაში, შემდეგ კი იქიდან ავტობუსით, მარტინში ჩამოვიდნენ (დაახლოებით 13:00 იყო ადგილობრივი დროით), იზრუნეს და რამაზ სვანაძის ახალგაზრდული ნაკრების პირველი ვარჯიშისთვის ზემოთხსენებული სავარჯიშო სტადიონი, ჩვენი ნაკრები გუნდების ფერებში და სიმბოლიკაში „გაახვიეს". ასე, რომ როდესაც ქართული მედია და ჩვენი ნაკრების ავტობუსი ამ პატარა სტადიონზე მოვიდა, სხვები არ ვიცი, მაგრამ პირადად მე „სახლში" ვიყავი.


რაც შეეხება მთავარს, ჩვენი გუნდის ვარჯიშს, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა, ჟაბოკრეკის „სლოვანის" სტადიონზე სრული შემადგენლობით ივარჯიშა. ვარჯიშამდე, მედიას გაბრიელ სიგუა და ოთო მამაგეიშვილის შეგხვდნენ და გუნდის განწყობაზე გველაპარაკნენ, თუმცა, განწყობა უსიტყვოდაც კარგად ჩანდა, ვარჯიშის დროს.


ერთი რაც ფეხბურთელებმა სლოვაკეთში მყოფ, ქართველობას, სათვისტომოს, რომელიც „კაშოსა"  და ვაისის გარდა, აქ საკმაოდაა, გვერდში დგომა და ფეხბურთელების მხრიდან კი, ბოლომდე დახარჯვას დაჰპირდნენ. ჩვენი ინფორმაციით, სლოვაკეთში „ჟილინას" მთავარ სტადიონზე, ზეგ, 11 ივნისს,  პოლონეთისა და საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებების თამაშს ქართველი ქომაგებიც დაესწრებიან, რომლებიც სლოვაკეთი ნელ-ნელა იკრიბებიან.


მარტინში, ჩვენთან ერთად იმყოფებიან, თუ ჩვენ ვიმყოფებით მათ სიახლოვეს რამაზ სვანაძის სამწვრთნელო შტაბი და გუნდი: მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი („დინამო ბათუმი;), ლევან თანდილაშვილი („თელავი"), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"); მცველები: საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი"), ირაკლი იაკობიძე („დინამო თბილისი"), საბა მამაცაშვილი („სირიუსი", შვედეთი), გიორგი მაისურაძე („პოლისია" ჟიტომირი, უკრაინა), ლადო ოდიშვილი („თელავი"), საბა საზონოვი („ემპოლი", იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის „შახტარი", უკრაინა); ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი („ფამალიკაო", პორტუგალია), ლუკა გაგნიძე („კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ირაკლი იეგოიანი („ვიტესი", ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე („დინამო თბილისი"), გაბრიელ სიგუა („ბაზელი", შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი („ჰაპოელ ჰადერა", ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე („დინამო თბილისი"); თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ვასილიოს გორდეზიანი („სარაევო", ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზი მამაგეიშვილი („იბერია 1999"), ვახტანგ ბედოშვილი („გარეჯი:), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი 1913"), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).


ხვალ, 10 ივნისს ჩვენი გუნდი უკვე უშუალოდ, სააპარეზო მოედანზე ივარჯიშებს. 11 ივნისს, კი თბილისის დროით 23:00 რამაზ სვანაძის გუნდი, პირველ შეხვედრას გამართავს.