საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის შესარჩევი მოგებით დაიწყო
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ევროპის შესარჩევი მოგებით დაიწყო
09.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს, „ოლიმპიკის" საცურაო აუზზე საქართველოს წყალბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ჩვენი გუნდისთვის, რიგით მე-7 ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასასვლელად დაიწყო ასპარეზობა. ბერძენი სპეციალისტის გაწვრთნილმა გუნდმა, ჯგუფის სასტარტო შეხვედრაში ბულგარეთის ნაკრები დიდი ანგარიშით 41-10 დაამარცხა.


ბულგარეთის ძლევა ევროპის ჩემპიონატისკენ მიმავალ გზაზე პირველი დიდი ნაბიჯი იყო, რადგან ოთხგუნდიანი ჯგუფიდან ფინალურ ეტაპზე ორი საუკეთესო გადის. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ შეხვედრაში, ჩვენმა გუნდმა ოთხივე პერიოდში 10 და მეორეში 11 გოლი გაიტანა.  


საქართველოს ნაკრებმა პირველი პერიოდი 10-3, მომდევნო 11-3, მეორე ტაიმის ორი მონაკვეთი კი იდენტური ანგარიშით 10-2  10-2 მოიგეს.


ბულგარელებთან მატჩის ბომბარდირი 6 გატანილი გოლით, გიორგი მაგრაქველიძე გახდა,  5-5 გოლი გაიტანეს ვასიჩმა, პიეშივაჩმა და ჩიქოვანმა; 4-4 გოლი  ჰქონდათ მტ ბოლოს ახვლედიანსა და შუშიაშვილს. სამი გოლოთ დაასრულეს ასპარეზობა ვაკო დადვანმა, სანდრო ადეიშვილმა და  იოვან სარიჩმა . ორი ვლაჰოვიჩმა და ერთიც საბა ტყეშელაშვილმა. 


ხვალ, 10 ივნისს, ქართველი წყალბურთელები შვეიცარიას შეხვდებიან, რომელმაც თავის მხრივ, ისრაელის ნაკრებთან 13-23 დამარცხდა. სწორედ, ისრაელის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშებს ჯგუფური ეტაპის საკვალიფიკაციო ტურნირის ბოლო დღეს საქართველოს ეროვნული ნაკრები.

 

ფოტო : საზოგადოებრივი მაუწყებელიფოტო: საზოგადოებრივი მაუწყებელი