
ხვალიდან „ოლიმპიკის" საცურაო კომპლექსში, საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის 2026 წლის ჩემპიონატზე გასვლას შეეცდება საკის კეჩაგიასის გუნდი, ჯგუფში ისრაელის, ბულგარეთისა და შვეიცარიის ნაკრებებს დაუპირისპირდება. ჩვენი გუნდი, როგორც ადრე ვიუწყებოდით (იხილეთ ბმული) 9, 10 და 11 ივნისს, შეხვედრებს ადგილობრივი დროით, 17:00 საათზე გამართავს. თამაშებზე დასწრება თავისუფრალია!
ჯგუფური ეტაპის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ცნობილი გახდა ჩვენი გუნდის შემადგელობა - ჩვენი გუნდის კარს დაიცავენ ირაკლი რაზმაძე და ვგიორგი გვეტაძე, გუნდში, ასევე არიან: სანდრო ადეიშვილი, სტეფან პიეშივაცი, იოვან სარიჩი, დუშან ვასიჩი, ანდრია ვლაჰოვიჩი, ბესარიონ ახვლედიანი, საბა ტყეშელაშვილი, ლუკა ჩიქოვანი, გიორგი მესხი, გიორგი მაგრაქველიძე, რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი), ნიკა შუშიაშვილი, ვალიკო დადვანი, არტიომ დიხტიარენკა.
წარმატების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე მეშვიდედ იასპარეზებს.
ამ მომენტისთვის, ევროპის 2026 წლის ჩემპიონატის საგზურების მფლობელები უკვე არიან ესპანეთის, ხორვატიის, იტალიის, უნგრეთის, საბერძნეთის, სერბეთის მონტენეგროსა და რუმინეთის ნაკრებები. შეგახსენებთ, რომ რეიტინგი ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის შედეგების მიხედვით არის შედგენილი.