
სამ რაუნდში მოგებული ბროლა, ზედიზედ მე-13 გამარჯვება, სამახსოვრო ფოტო აშშ-ს პრეზიდენტთან და ბევრი გახარებული ქართველი - ასე დაიწყო 8 ივნისის დილა საქართველოსთვის, თუმცა, სადაც მერაბ დვალიშვილმა ქამარი დაიცვა, იქ გვიანი ღამე იყო.
UFC-ს სუპერმსუბუქ წონაში (61კგ) საჩემპიონო ქამარი შესანარჩუნებლად მერაბ დვალიშვილი შონ ო'მალის დაუპირისპირდა. ნიუ ჯერსიში გამართულ ორთაბრძოლას, რომელსა თავად აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ესწრებოდა და რომელშიც აშშ-ს სახელით მოასპარეზე შონ ო'მალი „ჯორჯიადან" მერაბი იბრძოდა, ქართველის უპირატესობით წარიმართა.
ქართველის მაღალ ტემპს, რეალურად, მოწინააღმდეგემ დიდი ვერაფერი დაუპირისპირა და საბოლოოდ, 34 წლის მერაბმა მეორედ მოახერხა კონკრეტულად ამ მეტოქის დამარცხება. შეგახსენებთ, რომ ჩემპიონის ტიტული მერაბმა 2024 წლის სექტემბერში მოიპოვა და მაშინ, სწორედ, შონ ო'მალი დაამარცხა დღეს კი, ქართველმა" ტიტული მეორედ დაიცვა. გეტყვით, რომ ეს, დვალიშვილმა პირველად, იანვარში, უმარ ნურმაგომედოვთან ორთაბრძოლაში მოახერხა.
![]() |
![]() |
ლაშა კუპრაშვილის ფოტოები ნიუ ჯერსიდან





ჩვენ









