ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

07.06.2025
ავტორი: სფფ-ის ინფორმაცია
5 ივნისს, ნიონში, 17 და 19-წლამდე გოგონათა ნაკრებების ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი რაუნდის წილისყრა გაიმართა.
საქართველოს 17-წლამდე ნაკრები B ლიგის მესამე ჯგუფში მოხვდა. ჩვენი გუნდის მეტოქეები ბოსნია და ჰერცეგოვინა, ლატვია და ყაზახეთი იქნებიან. მატჩები 22-28 ოქტომბერს ყაზახეთში გაიმართება.
B ლიგაის მეხუთე ჯგუფში ითამაშებს 19-წლამდე ნაკრები, რომელიც სლოვენიას, ჩრდილოეთ მაკედონიას და აზერბაიჯანს დაუპირისპირდება. მატჩები 25 ნოემბრიდან 1 დეკემბრის ჩათვლით ჩატარდება. ჯგუფს ჩრდილოეთ მაკედონია უმასპინძლებს.





ჩვენ







