ეროვნული ნაკრების გეგმები ევრობასკეტის წინ
ეროვნული ნაკრების გეგმები ევრობასკეტის წინ
07.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

„ევრობასკეტი 2025"-ის დაწყებამდე დარჩენილ ორ თვეში, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ნაკრები მოსამზადებელი ეტაპის აქტიურ რეჟიმში გადადის. საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ალეკსანდერ ჯიკიჩს გუნდი შეკრებას 27 ივლისიდან ლატვიაში დაიწებს. იურმალაში ერთ კვირას ივარჯიშებს და იქვე 4 აგვისტოს პირველ სპარინგსაც გამართავს. ქართველთა გუნდი, ისრაელის ნაკრებს დაუპირისპირდება, კიდევ 3 დღეში, 7 აგვისტოს კი, ესტონეთს შეხვდება. ფედერაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცნობილი ხდება, რომ ორივე თამაში დახურული იქნება.

 

საერთო ჯამში, ევროპის საკალათბურთო ფორუმამდე, საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. ჩვენი გუნდის მოგზაურობის გეოგრაფია კი ასეთია ლატვიის შემდეგ, ქართველთა გუნდი ლიეტუვაში (8-11 აგვისტო) ჩავა, შემდეგ პოლონეთში (11-14 აგვისტო) და ბოლოს ჩეხეთში (15-24 აგვისტო), საიდანაც კვიპროსში, „ევრობასკეტზე" ჩვენი ჯგუფის მასპინძელ ლოკაციაზე გაემგზავრება.

 

4 აგვისტო / ისრაელი - საქათველო (დახურული)

7 აგვისტო / ესტონეთი - საქათველო (დახურული)

10 აგვისტო / ლიეტუვა - საქათველო

14 აგვისტო / პოლონეთი -საქათველო

19 აგვისტო  / ჩეხეთი - საქათველო (დახურული)

21 აგვისტო / ჩეხეთი -საქართველო

 

ბუნებრივია, ამ ეტაპზე უცნობია, თუ ვინ მოხვდება საბოლოოდ ჯიკიჩის 12 კაციან განაცხადში, თუმცა, მოსამზადებელ ეტაპზე, როგორც ჩანს, სერბი სპეციალისტი, ბევრ მოთამაშეს გამოცდის. აქვე შეგახსენებთ, რომ ქართული კალათბურთის ცოცხალი ლეგენდის გიორგი შერმადინის მიერ რამდენიმე თვის წინ გაკეთებული განცხადების საფუძველზე, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ „შერმოსთვის", 2025 წლის ევროპის ჩემპიონატი სანაკრებო კარიერის დასასრული იქნება.