მეორე მედალი ივნისში, ამჯერად პორტუგალიიდან - სერჰი იემელიანოვმა კიდევ ერთი ოქრო მოიგო
მეორე მედალი ივნისში, ამჯერად პორტუგალიიდან - სერჰი იემელიანოვმა კიდევ ერთი ოქრო მოიგო
06.06.2025
ავტორი: TSFF.Ge

პორტუგალიაში ჩატარებული ევროპის ჩემპიონატზე პარა-კაიაკის (Paracanoe KL3 Men) მარათონი საქართველოს სახელით მოასპარეზე სერჰი იემელიანოვმა მოიგო.  საქართველოს სახელით მოასპარეზე, უკრაინელი პარა-კაიაკერმა 12 კმ-იანი (11,80 კმ) დისტანცია 1:08.24 დაფარა და ოქროს მედალი მოიპოვა. ამასთან სპორტსმენმა მეორე ადგილზე გასულ მეტოქეს, 01.37.39 წუთით აჯობა.


აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, მსოფლიო თასზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, ეს სერჰის მეორე წარმატებაა ზედიზედ. ამას გარდა, უკვე მეორე ოქროს მედალი აღნიშნულ სახეობაში საქართველოსთვის. შესაბამისად სპორტსმენი ქართული პარა-სპორტისთვის და პარა-კაიაკისთვის, ისტორიის ახალი ფურცლის წერას აგრძელებს.


რამდენიმე კვირის წინ, თავის ინსტაგრამ გვერდზე წერდა: „ 2022 წელს ჩემი სპორტული კარიერა შეჩერდა, მე ვეღარ ვმონაწილეობდი საერთაშორისო ასპარეზობებში ჩემი ქვეყნის სახელით. ეს იყო  უმძიმესი პერიოდი ჩემს ცხოვრებაში, რომელმაც დამანახა, რომ გვერდით მხოლოდ ჭეშმარიტი ადამიანები რჩებიან და ახლა, 3 წლის შემდეგ, მე დავბრუნდი, საქართველოს დროშის ქვეშ და ვბრუნდები მსოფლიოს თასის ხელში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს მიჭერს, ვინც ზურგი არ შემაქცია და ჩემი დაიჯერა. თქვენს გარეშე მე ამას ვერ შევძლებდი", - წერს სერჰი.