
5 ივნისს, საქართველოს ეროვნული ნაკრები უეფა-ს ივნისის ფანჯრის ფარგლებში დაგეგმილი ორიდან პირველ ამხანაგურ შეხვედრას ჩაატარებს. ვილი სანიოლის გუნდი, ფარერის ნაკრებს უმასპინძლებს. თამაში კი, 20:00 საათზე, „დინამო არენაზე" გაიმართება. ვილი სანიოლის გუნდში, ბევრი ისეთი ფეხბურთელია, რომლებიც, რაღა დავმალოთ და ჩვენი ნაკრების გულშემატკივარს მოენატრა. თუმცა, ნაკრები თავად ფეხბურთელებსაც მოენატრათ, ამიტომ იმ 15 წუთში, რომელიც სანაკრებო ფორმატით, მატჩის წინა დღით, ჩვენთვის მედიისთვის არის განსაზღვრული, კვლავ შევნიშნეთ, რომ გუნდში საბრძოლო და საქმიან-მეგობრული განწყობაა.
„თავს კარგად ვგრძნობ. სეზონის ბოლოა, მაგრამ სანაკრებო შეკრებისთვის ყოველთვის განსაკუთრებულად ვემზადებით. განწყობა ძალიან კარგია. ვემზადებით მოახლოებული თამაშებისთვის და ვეცდებით, რომ წარმატებულად დავასრულოთ ეს შეკრება. ველოდებით, რომ როგორც ქუთაისში, ისე დინამო არენაზე ბევრი მაყურებელი იქნება. გვჭირდება მათი გულშემატკივრობა და ჩვენც ვეცდებით, რომ მოგებათა სერია გავაგრძელოთ", - ამბობს გოირგი გულიაშვილი.
„ჩემთვის ახლა შუა სეზონია და კარგ ფორმაში ვარ. გუნდში კარგი განწყობაა. მივესალმებით ახალწვეულების მოსვლას გუნდში. ეს ძალიან კარგია და ჩვენ, გამოცდილი ფეხბურთელები, რა თქმა უნდა, დავეხმარებით და ხელს შევუწყობთ, რომ თავისუფლად იგრძნონ თავი", - ამბობს საბა ლობჟანიძე.
საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მომავალი მატჩის წინ „დინამო არენაზე" ივარჯიშა.





ჩვენ







