შერმადინის 13 ქულა, 7 მოხსნა და ნახევარფინალის საგზური

04.06.2025
ავტორი: ირაკლი პერტაია
როგორც მოსალოდნელი იყო, გიორგი შერმადინის „ტენერიფემ" ესპანეთის ჩემპიონატის ნახევარფინალში თამაშის უფლება მოიპოვა. კუნძულელებმა სტუმრადაც დაამარცხეს „ხუვენტუდი" და სერია 2-0 მოიგეს.
მეორე მატჩში უმეტესად წინ „ტენერიფე" იყო და თამაში ისე მიიყვანა ფინალამდე, გამარჯვებულის ბედი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დაუყენებია, 80-60.
შერმადინის სტატისტიკა: 28 წუთი, 13 ქულა, 7 მოხსნა, 2 პასი, 2 ჩაჭრა. სარგებლიანობა - 19. გიორგიმ 1-დან 1 საჯარიმო და 8-დან 6 ორქულიანი ჩააგდო. მატჩის ბომბარდირი მისი თანაგუნდელი ბრუნო ფიტიპალდო გახდა, რომელმაც 23 ქულა მოაგროვა.
1/2 ფინალში „ტენერიფე" „ვალენსია"-„გრან კანარიას" წყვილში გამარჯვებულს შეხვდება. სერიას „ვალენსია" იგებს, 1-0.





ჩვენ







