ხვალ, გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებს და ამ რანგში გულშემატკივარს დაემშვიდობება
ხვალ, გიორგი ლორია საქართველოს ნაკრებს და ამ რანგში გულშემატკივარს დაემშვიდობება
04.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს დინამო არენაზე 31 წლიანი საფეხბურთო კარიერის ერთი ეტაპის, კერძოდ, სანაკრებო კარიერის დასრულების შესახებ, ქართულ მედიას გიორგი ლორიამ განუცხადა.  „ლორის" გადაწყვეტილების შესახებ, დღეს დილიდან სოციალურ მედიაშიც გავრცელდა ინფორმაცია, ასე რომ საქართველოს მე-20 საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო და პოპულარული მეკარის გამოჩენა, „დინამო არენის" საპრესკონფერენციო დარბაზში, ქართული მედიისთვის არ ყოფილა უცხო. რაც შეეხება საქართველოს ეროვნული ნაკრების სტაჟიან მეკარეს მას არ დაუმალავს ემოცია, ოთახში, სადაც დიდი ხანია არ მისულა მედიასთან შესახვედრად.


„დიდი ხანია პრესკონფერენციაზე არ ვყოფილვარ და ცოტათი ვნერვიულობ. 17 წლის განმავლობაში საქართველოს ნაკრებში სიამაყით, მადლიერებით და სუფთა გულით ვითამაშე. მინდა, ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ დროის განმავლობაში ჩემს გვერდით იდგა, მინდა მადლობა გადავუხადო , მწვრთნელებს, თანაგუნდელებს, ოჯახის წევრებს, ექიმებს, ოჯახის წევრებს, კამერის უკან მყოფ ადამიანებს, კამერის უკან მყოფ ადამიანებს, რომლებიც მუშაობენ, რომ ხალხმა გაიგოს, თუ რა ხდება ნაკრებში. განსაკუთრებული მადლობა მინდა გულშემატკივარს გადავუხადო. მომენტი, როცა ესპანეთთან მატჩის დროს მთელი სტადიონი ჩემს გვარს სკანდირებდა, ეს განსაკუთრებული მომენტი იყო", - ამბობს გიორგი ლორია.



„ლორიმ", მადლობა გადაუხადა ყველას ვისაც მის კარიერულ ზრდაში მიუძღვოდა წვლილი - ოჯახს, მეგობრებს, „მწვრთნელებს აბსოლუტურად ყველას, ვისთანაც მომიწია მუშაობაო", თანაგუნდელებს, ექიმებს, კამერის უკან მყოფ ადამიანებს, რომლებმაც შექმნეს ისტორია, მათ შორის გიორგი ლორიასიც და რა თქმა უნდა, გულშემატკივარს, რომლის გარეშეც ფეხბურთი წარმოუდგენელია.


„ერთად ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ, ჩემთვის ყოველთვის მაგალითი იყო „ლორი", თუ რას ნიშნავს ითამაშო, გეცვას, შენი ქვეყნის მაისური, პატივი სცე და ყველაფერი გააკეთო შენი ნაკრების წარმატებისთვის. „ლორის" ძალიან დიდი როლია ამ წარმატებაში, ჩვენი ნაკრების განვითარებაში. ძალიან მიხარია, რომ პირველი ფეხბურთელია, ვისაც მოედნიდან გააცილებენ, ნაკრებში თამაშის დროს აქვს საშუალება, რომ დაემშვიდობოს გულშემატკივარს. ბუნებრივია,  ნაკრების ყველა თამაში მნიშვნელოვანია, მაგრამ ხვალინდელი განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ „ლორი" იმსახურებს გამარჯვებულმა დატოვოს მოედანი. კიდევ ერთხელ, ჩემი, ნაკრებისა და მთელი ფედერაციის სახელით მადლობას გიხდი, რაც გააკეთე მთელი ქვეყნისთვის და დარწმუნებული ვარ, კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებთ ერთად", - ასე მიმართა ალექსანდრე იაშვილმა ერთ დროს თანაგუნდელს ეროვნულ ნაკრებში, რომელსაც „იაშკასთან" ერთად სადებიუტო თამაში 17 წლის წინ, ესტონეთის ნაკრების წინააღმდეგ ჰქონდა.



თუმცა, ვიდრე ლორია მთელ ამ სამადლობელო ნუსხას ჩამოთვლიდა, ვილი სანიოლიმ ეროვნულ ნაკრების მთავარი მწვრთნელის ამპლუაში პირველი შეკრება გაიხსენა, როდესაც ფეხბურთელების გაცნობა, მათთან, ინდივიდუალურად გასაუბრებით გადაწყვიტა. ერთ-ერთი ასეთი გასაუბრების დროს, ტბის სანაპიროზე სეირნობისას გაიცნო გიორგიც და მისი პიროვნული თვისებები დაინახა.


 „ესპანეთის წინააღმდეგ როდესაც ვითამაშე, 55000 ადამიანი სკანდირებდა ჩემს გვარს. ეს ისეთი მომენტია, რომელიც ყოველთვის მინდა განმეორდეს. განსაკუთრებული და ყველაზე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მშობლებს, რომლებიც დღეს არ არიან ჩემთან ერთად. თუმცა, სანამ ცოცხლები იყვნენ, მთელი ცხოვრება ჩემს გვერდით იყვნენ, რწმენით და ლოცვაში გაატარეს ჩემი საფეხბურთო კარიერისთვის. ისინი, ყოველთვის ჩემს გვერდით, გულში იქნებიან ნებისმიერი თამაშის დროს, ნებისმიერ „სეივში" და სიჩუმეშიც კი", - ამბობს ლორია.


 „მადლობა საქართველოს, მე ვამთავრებ საფეხბურთო კარიერას ეროვნულ ნაკრებში სუფთა გულით. მადლიერი ვარ, რომ მომეცა საშუალება შემეტანა ჩემი წვლილი ქართული ფეხბურთის განვითარებაში ამ გუნდთან ერთად და მე კვლავაც დავრჩები ქართული ფეხბურთში, რადგან მინდა გავუზიარო ჩემი ცოდნა მომავალ თაობებს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა საქართველოს...



სხვანაირად მინდოდა დამეწყო ეს ჩემი სათქმელი - „კვარას" მინდა მივულოცო მიღწეული... კვარაცხელია არის მაგალითი, როგორ უნდა იშრომო, რომ მიაღწიო საწადელს. მეც ასე შრომაში ვიყავი. ჩვენ ნიჭიერი ერი ვართ და კარგი ღიაა, რომ ტოპ ლიგებში ითამაშო და მიაღწიონ წარმატებებს. უბრალოდ არ დანებდნენ და იშრომონ," - ამბობს გიორგი ლორია.


საქართველოს ნაკრების მაისური ჩემთვის უბრალოდ ფორმა არასდროს ყოფილა. ჩემთვის ყველაზე დიდი პატივი, ჩემი ოცნება და ჩემი ბავშვობის პასუხი იყო საქართველოს ნაკრებში თამაში და ამ მაისურის ტარება, ამბობს გიორგი ლორია, რომელიც, ხვალ საქართველოს ნაკრების მაისურით, 73-ე შეხვედრას ჩაატარებს და მერე ქომაგს დაემშვიდობება.