საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინელებთან სპარინგი წააგო
საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა რუმინელებთან სპარინგი წააგო
04.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

დღეს ავსტრიულ  ვენიგცელის ფორაუს ურკრაფტ არენაზე, ევროპის 2025 წლის ახალგაზრდულ ჩემპიონატამდე, საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ბოლო, თუმცა, ერთდ-ერთი ამხანაგური შეხვედრა გამართა რუმინეთის ნაკრებთან. აღნიშნულ შეხვედრაში, მიკრო-ტრავმების გამო ნოდარ ლომინაძემ და საბა გოგლიჩიძემ ვერ მიიღეს. რაც შეეხებათ ლუკა ლაცაბიძესა და ნიკა უგრეხელიძეს ისინი ავსტრიაში მიმდინარე შეკრებას ტრავმების გამო გამოაკლდენ. სხვათა შორის, უგრეხელიძე ხანგრძლივი ტრავმის გამო სწორედ, ევროპის ჩემპიონატისთვის აპირებდა ნაკრებში დაბრუნებას, თუმცა, 21 წლის ქართველი მცველისთვის ევროპის ჩემპიონატი გაუქმდა.


ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ დაუბრუნდა მოედანს საბა საზონოვი, რომელმაც დღეს, რუმინელების წინააღმდეგ, ერთი, პირველი ტაიმი ითამაშა. თავად თამაშში, ორი განსხვავებული ტაიმი ვიხილეთ, პირველში, რომელშიც რამაზ სვანაძის გუნდმა მოახერხა ბურთის გაკონტროლება, თუმცა, მეტოქის კარისთვის დიდი ხიფათი არ შეუქმნია. გამომდინარე იქიდან, რომ რიგ მომენტებში ჩვენი მეტოქე საკმაოდ ხისტი იყო, როგორც ჩანს, ჩვენებმა მეორე ტაიმში, სწორედ, ამ ნიუანსის გამო, უფრო სიფრთხილე გამოიჩინეს - ამას გარდა, ამხანაგური თამაშები, ხშირად არა შედეგზე, არამედ, კონკრეტულ დავალებებზე გათვლილი. თუ რა იყო რუმინელებთან მატჩის დავალება, ამას ჩვენი გვერდი მას შემდეგ დაუბრუნდება, რაც სფფ-ს სანაკრებო გვერდი რამაზ სვანაძის მატჩს შემდგომ კომენტარს შემოგვთავაზებს. მანამდე კი, დღევანდელი თამაში, რუმინელების გამარჯვებით, 1-0 (მატჩს ტექნიკური ჩანაწერი) დასრულდა. ამ შეხვედრაში ერთადერთი გოლი, 71-ე წუთზე, ანდრეი ბორზამ გაიტანა.


შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებას 31 მაისიდან 8 ივნისის ჩათვლით ავსტრიაში, დაბა ვენიგცელში გადის. 9 ივნისს კი, ჩენი გუნდი სლოვაკეთში შეუდგება მზადებას. პირველ შეხვედრას კი, 11 ივნისს, ჟილინაში, პოლონეთის წინააღმდეგ გამართავს.


ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის თამაშებისთვის რამაზ სვანაძემ 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა - მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი („დინამო ბათუმი"), ლევან თანდილაშვილი („თელავი"), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი");  მცველები: საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი"), ირაკლი იაკობიძე („დინამო თბილისი"), საბა მამაცაშვილი („სირიუსი", შვედეთი), გიორგი მაისურაძე („პოლისია" ჟიტომირი, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი", იტალია), საბა საზონოვი („ემპოლი", იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის „შახტარი", უკრაინა);  ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი („ფამალიკაო", პორტუგალია), ლუკა გაგნიძე („კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ირაკლი იეგოიანი („ვიტესი", ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე („დინამო თბილისი"), გაბრიელ სიგუა („ბაზელი", შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი („ჰაპოელ ჰადერა", ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე („დინამო თბილისი"), თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ვასილიოს გორდეზიანი („სარაევო", ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი („იბერია 1999"), ვახტანგ ბედოშვილი („გარეჯი"), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი 1913"), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).


ოფიციალურად, უეფა-ში ევროპის ჩემპიონატზე განაცხადების წარდგენის ვადა, 6 ივნისს იწურება.