ფარერების ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ხვალინდელ თამაშში გუნდის სათამაშო სტილის ძიებას გააგრძელებს
ფარერების ნაკრების სამწვრთნელო შტაბი ხვალინდელ თამაშში გუნდის სათამაშო სტილის ძიებას გააგრძელებს
04.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

ხვალ თბილისში, „დინამო არენაზე" საქართველოს ეროვნული ნაკრები ივნისის სანაკრებო ფანჯრის პირველ სპარინგს გამართავს. ვილი სანიოლის შეგირდები ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდებიან, რომელმაც დღეს, ტრადიციულად, მატჩის წინ, მომავალი ასპარეზობის მასპინძელ სტადიონზე ივარჯიშა. თუმცა, მანამდე, ფარერების მთავარმა მწვრთნელმა ეიუნ კლაკსტეინი ქართული მედიისთვის გამართა.


„გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი გუნდის სამწვრთნელო შტაბი საკმაოდ ახალია და ჩვენ, მხოლოდ ოთხი შეხვედრა ჩავატარეთ ერთად, შესაბამისად, ვართ სათამაშო სტილის ძიებაში, მიმაჩნია რომ ხვალინდელი ამხანაგური თამაში ჩვენი განვითრებისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი იქნება. ვიცით, რომ საქართველოს ბრწყინვალე გუნდი ჰყავს და მშვენიერ შედეგებს მიაღწია. ვეცდებით, რომ ჩვენი მაქსიმუმი გამოვავლინოთ და იქნებ, კარგ შედეგსაც მივაღწიოთ.


აქამდე, აღმოსავლეთ ევროპაში ჩატარებულ ოთხ ამხანაგურ მატჩში უფრო მეტად დაცვითი ფეხბურთი ვითამაშეთ, დიდი ალბათობით, იგივე იქნება საქართველოსთანაც, მაგრამ შეტევაში აქტიურობასაც შევეცდებით. ჩვენი გუნდის ძირითადი ბირთვი არ შეგვიცვლია და იმ შემადგენლობით ჩამოვედით, რომლითაც მარტში ვითამაშეთ", - ამბობს კლაკსტეინი.




ფარერების წარმომადგენლებს, რომელსაც ძირითადად ჩვენს ქვეყანაზე წარმოდგენა საკლუბო ფეხბურთიდან „დინამო თბილისი" ახსოვთ და დღეს, სტუმარი გუნდის წარმომადგენლები იმ გარემოებითაც დაინტერესდნენ, ხვალინდელი მატჩის მასპინძელი არენა იყო თუ არა, „დინამო თბილისის" საშინაო სტადიონი, ქართული ნაკრების შესახებ, ზოგადი შეფასებით შემოიფარგლნენ. მაგალითად, ბევრ კარგ ფეხბურთელში, რომელიც მათ ხვალინდელ მეტოქეს ჰყავს, გიორგი ქოჩორაშვილი და გიორგი მამარდაშვილი გამოარჩიეს.  ხაზი გაუსვეს ქართველი ფეხბურთელების ინდივიდუალიზმსა და სინანული იმის, გამო, რომ გუნდის მთავარ შემადგენლობის წინააღმდეგ თამაში არ მოუწევდათ.


„ჩვენი მომავალი მეტოქეზე, საქართველოს ნაკრებზე, შემიძლია ვთქვა, რომ მარტში ძალიან კარგი მატჩები ჩაატარა და ბრწყინვალე ფეხბურთელები გყავთ. ვიცით, რომ ახლა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა გადახალისებულია, მაგრამ მაინც ძალიან შემტევ და საინტერესო მატჩს ველოდებით", - ამბობს სტუმართა გუნდის მთავარი მწვრთნელი.



პრეს-კონფერენციის შემდეგ, სტუმარმა გუნდმა „დინამო არენაზე" პროტოკოლით გათვალისწინებული დროის მანძილზე ივარჯიშა. თამაში, კი, რომელზე დასასწრები ბილეთები, ჯერ კიდევ გაყიდვაშია, საქართველოსა და ფარერის კუნძულების ნაკრებებს შორის, 5 ივნისს, თბილისის დროით, 20:00 საათზე დაიწყება.



მადლობას ვუხდით ნიკალა თხინვალელს ფარერელთა პრეს-კონფერეციიდან მოწოდებული ფოტოებისთვის.