
დღეს, თბილისში, მიხეილ მესხი 2-ზე საქართველოს ქალთა ეროვნულმა ნაკრებმა უეფა-ს ქალთა ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლო მატჩი გამართა და ზედა ლიგაში დაწინაურება კიდევ, ერთი შესარჩევი ციკლით გადაავადა.
ირის ანტმანის შეგირდებმა, რომლებსაც ძირითადი შემადგენლობის რამდენიმე მოთამაშე, მათ შორის ნინო პასიკაშვილი, ლიზი მწყერაშვილი და ტატა მატვეევა აკლდათ, სათამაშო უპირატესობის მიუხედავად, განსაკუთრებით პირველ ტამში კვიპროსის ნაკრებთან, გადამწყვეტი შეხვედრა 1-2 დათმო და ფლეი-ოფის მიღმა დარჩა.
მატჩის სტატისტიკასაც თუ გადავხედავთ ის საქართველოს ნაკრების მხარეს იყო, მაგალითად მიწინააღმდეგეს მთელს შეხვედრაში კუთხური არ ჩაუწოდებია, კარის მიმართულებით სულ ხუთჯერ დაარტყა, თუმცა, ორი გოლი გაგვიტანა. აქედან, პირველი 27-ე წუთზე სტანდარტულს მოჰყვა. ჩვენი გუნდის მეკარეს წვიმიან ამინდში, ბურთი ხელიდან გაუვარდა, დასწრებაზე კი, კარგად ითამაშა შტეფი ჰარდიმ და გოლი გაგვიტანა. მეორე ტაიმის პირველ წუთებში სტუმრებმა აქტიურად დაიწყეს და მალევე 49-ე წუთზე ანტრი ვიოლარიმ გაგვიტანა. ალბათ აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ დიდი ალბათობით, ქალთა ლიგაში VAR-ის არსებობის შემთხვევაში ეს გოლი გაუქმდებოდა. თუმცა, ეს ფუფუნება ქალთა ფეხბურთში ჯერ-ჯერობით არ არის, მეორე გოლმა კი, რამდენიმე წუთით ჩვენი გუნდი „ამოაგდო" თამაშიდან.
ალბათ, აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ ტრავმების შემდეგ დღეს ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყეს თეონა ბაქრაძემ და ნინო ბუხრიკიძემ რომლებიც შეხვედრაში სურათის შეცვლას ეცადნენ, თუმცა, დღეს, მათი დღე არ იყო. თუმცა, ქართველთა მიერ გატანილი ერთადერთი გოლი სწორედ, თეონა ბაქრაძის აქტიურობას მოჰყვა. უფრო ზუსტად სტანდარტულს, რომელიც მაიკო ბებიამ დაასრულა უზუსტესი და ულამაზესი გოლით. 1-2. ალბათ, აქვე უნდა აღვნიშნოთ, სტუმართა მეკარის კარგი თამაში, რომელმაც მინიმუმ სამჯერ გადაარჩინა გუნდი გოლს, თუმცა, ბებიას დარტყმულთან უძლური იყო. საქართველოს ნაკრებში დღეს მხოლოდ ორი ცვლილება განხორციელდა და ორივე შემთხვევაში სწორედ, 16 წლის მოთამაშეები შევიდნენ ანანო წიქარიძე და კესო მეტონიძე. თამაშის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა სწორედ მათზე გაამახვილა ყურადღება.
„ამ შესარჩევ ციკლში ჩვენ გვყავდა ახალი მოთამაშეები, მათ შორის 16 წლის გოგონები. ვფიქრობ, უნდა გავიზარდოთ. რა თქმა უნდა ყველა იმედგაცრუებულები ვართ, რადგან ჩვენ შეგვეძლო გვეზეიმა. რა იყო ამ კამპანიის დადებითი მხარე თუ გაინტერესებთ, იყვნენ ფანები, რომლებიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყვნენ, მათ შორის გასვლით თამაშებზე. ეს არის ის მხარდაჭერა, რომელიც ყველა ნაკრებს მოტივაციას აძლევს და მომავალ შესარჩევში, რაც შეგვიძლია მათთვის გავაკეთოთ, რომ ვიასპარეზოთ უკეთ, რადგან ისინი ამას იმსახურებენ. საქართველოს იმსახურებს ამას", - ამბობს ირის ანტმანი მატჩს დასრულების შემდეგ.
ამ გათამაშებაში კი, საქართველოს ნაკრებმა C დივიზიონის მეორე ჯგუფი 6 ქულით მესამე ადგილზე დაასრულა ასპარეზობა. კვიპროსი ფლეი-ოფში მოხვდა საუკეთესო მეორეადგილოსნის კვალობაზე. პირველი ადგილით ლიგით დაწინაურდა მალტის ნაკრები, რომელმაც დღეს, თბილისში მიმდინარე მატჩის პარალელურად, სახლში, ფრედ, 0-0 ითამაშა ანდორას წინააღმდეგ.





ჩვენ







