
„მეტალოპლასტიკამ", სადაც საქართველოს ნაკრების წევრი, მირიან გავაშელიშვილი თამაშობს, სერბეთის ჩემპიონატში მესამე ადგილისთვის მატჩში „პანცევო" დაამარცხა 31-27 და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.
მესამე ადგილისთვის მატჩში მირიან გავაშელიშვილმა ორი გოლი გაიტანა, მატჩის შემდეგ კი ქართველ ხელბურთელს ბრინჯაოს მედლებთან ერთად, მატჩის MVP-ის ჯილდოც გადაეცა.

შეგახსენებთ, რომ ეს გავაშელიშვილის ბოლო მატჩის იყო „მეტალოსპლასტიკაში" - ქართველი ხელბურთელი ახალი სეზონიდან კარიერას პოლონეთის ჩემპიონატის კლუბ „ოსტროვიაში" გააგრძელებსგერმანიის ბუნდესლიგაში 32-ე ტურის მატჩი ჩაატარა „გუმერსბახმა", რომლის შემადგენლობაში გიორგი ცხოვრებაძემ ითამაშა, 4 გოლი გაიტანა და ერთი „ასისტი" მიითვალა. „გუმერსბახმა" დაძაბული მატჩში „ლაიპციგი" ერთი ბურთით დაამარცხა 32-31. გერმანიის ბუნდესლიგის დასრულებამდე ორი ტურით ადრე „გუმერსბახი" 38 ქულით მეშვიდე ადგილზეა.
საფრანგეთის ჩემპიონატში ერეკლე არსენაშვილის „ტრემბლი" საკუთარ მოედანზე „ჩამბერთან" 29-32 დამარცხდა - საქართველოს ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა 50 წუთი ითამაშა და 5 გოლი გაიტანა.





ჩვენ







