
ხვიჩა კვარაცხელია წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგინა. ამის შესახებ რამდენიმე წუთის წინ, მთავრობის სხდომაზე გაცხადდა, გადაწყვეტილება კი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პრეზიდენტთან და პარლამენტის თავმჯდომარესთან კონსულტაციების საფუძველზე მიიღო.
„ჩვენი ქვეყნის გამარჯვება - ასე აღიქვა თითოეულმა გულშემატკივარმა მისი გამარჯვება და გარდა იმისა, რომ ვულოცავთ, მადლობაც უნდა გადავუხადოთ მას იმ გამარჯვებისთვის, რომელიც ჩვენს ქვეყანას მოუტანა. დარწმუნებული ვარ, რომ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უმაღლესი მწვერვალებისა, რომელთაც ხვიჩა კვარაცხელია კიდევ ბევრჯერ დაიპყრობს", - ირაკლი კობახიძემ.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ 2024-2025 წლების სეზონში, მას შემდეგ, რაც პირველად, ქართული ფეხბურთის ისტორიაში ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე იასპარეზე ეროვნულ ნაკრებთან ერთად, გახდა იტალიის სერია A-სა („ნაპოლის" შემადგენლობაში) და საფრანგეთის ლიგა 1-ის გამარჯვებული პსჟ-სთან ერთად. ფრანგულ კლუბთან ერთად მოიგო საფრანგეთის თასიც და თუკი რამე პრესტიჟულია საკლუბო ფეხბურთში, უეფა-ს ჩემპიონთა ლიგა.
სხვათა შორის, მოგვიანებით, მედიისთვის გაკეთებულ კომენტარში გაირკვა რომ 21-ე საუკუნის პირველ ათწლეულში კიდევ ორი ქართველი სპორტსმენის კახა კალაძის (უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის დუბლი) და ზაზა ფაჩულიას NBA (ორჯერ როგორ მოთამაშემ და ერთხელ მენეჯერმა) დამსახურებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ კალაძეს და ფაჩულიას ასევე წარადგენენ გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე.
სხვათ შორის, ერთ წელს ზაზა ფაჩულიამ, NBA-ს მთავარ ტროფეისთან ერთად საქართველოში იმოგზაურა. საინტერესოა, მოახერხებს თუ არა "კვარა" უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის თასის კიდევ ერთხელ საქართველოში ჩამოტანას.
მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტულად ჩვენი გვერდი აპოლიტიკურია, სპორტულ მიღწევებთან და სპორტულ ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული სიახლეების გვერდის ავლა ვერ გვიწევს, ამიტომ ზოგჯერ მთავრობის სხდომებზე გაჟღერებულ სიახლეებზეც ვლაპარაკობთ. ამჯერად ზემოთხსენებულის გარდა, ჩვენი ყურადღება კიდევ ერთმა გარემოებამ მიიქცია - ახალი ინიციატივა, რომლის მიზანია ქვეყანაში სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. პროგრამის თანახმად, ინვესტორს, რომელიც სპორტული ინფრასტრუქტურის, სპორტული მოედნების მოწყობას საკუთარ თავზე აიღებს, შესაბამისი მიწის ნაკვეთები 20 წლის ვადით, იჯარით გადაეცემა, საიდანაც 10 წლის განმავლობაში ისინი გადაიხდიან იჯარის სიმბოლურ საფასურს, ხოლო შემდეგი 10 წელი - იჯარას საბაზრო ღირებულების შესაბამისად.
ჯერ-ჯერობით, ჩვენთვის უცნობია თუ კონკრეტულად რა სახის ინფრასტრუქტურა, რა ოდენობის ინვესტიცია ჩაიდება დაანონსებულ ინიციატივაში, თუმცა, ერთ-ერთი ინფრასტრუქტურული პროექტის შესაბამისად, შეგახსენებთ, რომ 2025 წელს პირველად, შესაძლებელი გახდა საქართველოში ახალი ტურნირის, „თრიალეთის თასის" ჩატარებაც ფიგურულ ციგურაობაში, რომელსაც თბილისი, 2025 წლის ოქტომბერში უმასპინძლებს.





ჩვენ







