
გრაცში, ევროპის ახალგაზრდულ თასზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს ჯუდოკათა ნაკრებმა, რომელმაც საერთო ჯამში შვიდი მედალი მოიგო.
ორი ქართველი ჯუდოკა, თორნიკე გიგაური (-66 კგ) და ლუკა ქარელიშვილი (-90 კგ) ტურნირის გამარჯვებულები გახდნენ. თორნიკე გიგაურმა უნგრელ ძიუდოისტს, ლუკა ქარელიშვილმა კი პოლონელ სპორტსმენს სძლია.
კიდევ ერთი ქართველი ჯუდოკა, ნოდარ კობალაძემ (+100 კგ) ფინალში გავიდა, თუმცა, ფრან მეტოქესთან დათმო და მხოლოდ ვერცხლის მედალს დაეუფლა.
ბრინჯაოს მედლები მოიგეს გიორგი ჩანქსელიანმა (-60 კგ), ნოდარ ალაფიშვილმა (-100 კგ), გიორგი ბენდელიანმა (-100 კგ) და გიორგი ბადუაშვილმა (+100 კგ).
გიორგი ჩანქსელიანმა ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში ინდოელი, გიორგი ბადუაშვილმა კი სერბი დაამარცხა. ნოდარ ალაფიშვილმა რუმინელს მოუგო, - 100 კგ წონით კატეგორიაში მეორე ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრაში გიორგი ბენდელიანი და ნიკოლოზ ზაალიშვილი შეხვდნენ, გამარჯვება გიორგის ერგო.
ფოტო: (c) EJU / Oliver Sellner





ჩვენ







