პირველი ვერცხლი აკადემიური ნიჩბოსნობაში

01.06.2025
ავტორი: TSFF.Ge
ბულგარეთის ქალაქ პლოვდივში 25 მაისს დაიწყო და დღეს დასრულა ნიჩბოსნობაში ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი, რომელიც ქართული გუნდისთვის წარმატებული გამოდგა.
ისტორიაში პირველად აკადემიური ნიჩბოსნობის აბსოლუტურ ასაკში ორადგილიანი გასაშლელი ნავით ასპარეზობაში, ქართულმა წყვილმა, გიორგი კანთელაძემ და დავით ლაშქარეიშვილმა 2000-მეტრიანი დისტანცია 06:59.12 წუთში დაფარა და ევროპის ჩემპიონატის ვერცხლის მედლებს დაეუფლა!





ჩვენ







