საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ავსტრიაში შეკრება დაიწყო
საქართველოს 21-წლამდე ნაკრებმა ავსტრიაში შეკრება დაიწყო
01.06.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

აქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა ევროპის 2025 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატის წინ, ავსტრიული შეკრება დაიწყო. რამაზ სვანაძის გუნდმა დღეს, დაბა ვენიგცელში არასრული შემადგენლობითაც პირველად ივარჯიშა. პარალელურად, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები  ერთ-ერთმა ლიდერმა, რომელიც გუნდს ხვალ, 2 ივნისიდან შეუერთდება, შვეიცარიის თასი მოიგო. ქართველო სათადარიგო შემადგენლობაში იყო, თუმცა, თამაშში არ ჩართულა.


ხვალიდან, საქართველოს ახალგაზრდულ გუნდს, საბა  მამაცაშვილი და ლადა ოდიშარიაც შეუერთდებიან.


ავსტრიულ შეკრებას საქართველოს 21-წლამდე ნაკრები 8 ივნისს დაასრულებს და სლოვაკეთში, პატარა დასახლება მარტინში გადაინაცვლებს სადაც მინიმუმ 11 დღით დაიდებს ბინას. თუმცა, მანამდე ჩვენი ნაკრები ამხანაგურ მატჩს გამართავს.  4 ივნისს რამაზ სვანაძის ნაკრები თბილისის დროით 20:30 საათზე რუმინეთს დაუპირისპირდება. 


ავსტრიულ შეკრებაზე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში გამოძახებულები არიან: მეკარეები: ლუკა ხარატიშვილი („დინამო ბათუმი"), ლევან თანდილაშვილი („თელავი"), მიხეილ მაქაცარია („დინამო თბილისი"); მცველები: საბა ხვადაგიანი („დინამო თბილისი"), ირაკლი იაკობიძე („დინამო თბილისი"), საბა მამაცაშვილი („სირიუსი", შვედეთი), ნიკოლოზ უგრეხელიძე („დინამო თბილისი"), გიორგი მაისურაძე („პოლისია" ჟიტომირი, უკრაინა), საბა გოგლიჩიძე („ემპოლი", იტალია), საბა საზონოვი („ემპოლი", იტალია), ირაკლი აზაროვი (დონეცკის „შახტარი", უკრაინა), ლუკა ლაცაბიძე (ოდესის „ჩერნომორეცი", უკრაინა); ნახევარმცველები: ოთარ მამაგეიშვილი („ფამალიკაო", პორტუგალია), ლუკა გაგნიძე („კრილია სოვეტოვი", რუსეთი), ირაკლი იეგოიანი („ვიტესი", ნიდერლანდები), ნოდარ ლომინაძე („დინამო თბილისი"), გაბრიელ სიგუა („ბაზელი", შვეიცარია), ლევან ოსიყმაშვილი („ჰაპოელ ჰადერა", ისრაელი), თორნიკე მორჩილაძე („დინამო თბილისი"); თავდამსხმელები: გიორგი კვერნაძე („ფროზინონე", იტალია), ვასილიოს გორდეზიანი („სარაევო", ბოსნია და ჰერცეგოვინა), გიზო მამაგეიშვილი („იბერია 1999"), ვახტანგ ბედოშვილი („გარეჯი"), გიორგი აბუაშვილი („კოლხეთი 1913"), ლაშა ოდიშარია (რფს რიგა, ლატვია).