მინდია მგელაძე კონტაქტური კარატეს მსოფლიოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორია

01.06.2025
ავტორი: TSFF.Ge
იაპონიაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე კონტაქტურ კარატეში, -60 კგ-ში მოასპარეზე ქართველმა კარატისტმა ბრინჯაოს მედალი მოიგო. მესამე ადგილისთვის ბრძოლაში, მინდია მგელაძე, ტურნირის მასპინძელ იაპონელ შონოშონ უომოტის დაუპირისპირდა და მისი დამარცხებაც მოახერხა.
ტოკიოში, „არიაკე არენაზე" გამართულ 2025 წლის მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ღირსებას საერთო ჯამში 9 სპორტსმენი იცავდნენ: მინდია მგელაძე (-60კგ), ლაშა შანთაძე (60კგ), ანდრეი ზინჩენკო (-70კგ), დათა ფუტკარაძე (-70კგ), ლაშა ოზბეთელაშვილი (-80კგ), დავით მსხალაძე (-90კგ), გოდერძი კაპანაძე (+90 კგ), მარიამ წიკლაური (-54კგ) და თეონა გაზდელიანი (-54კგ).
ფოტო: სპორტის სამინისტრო





ჩვენ







