ხელბურთში დომინანტები ბათუმური გუნდები არიან
ხელბურთში დომინანტები ბათუმური გუნდები არიან
31.05.2025
ავტორი: TSFF.Ge

დღეს, საქართველოს 2024-2025 წლების ჩემპიონატი დასრულდა ხელბურთში. ეროვნული ჩემპიონატის ფინალურ შეხვედრაში ბსბ-მ დამაჯერებლად 9 ბურთიანი სხვაობით, 23-32 „ქუთაისი 2015" დაამარცხა და მერვედ მოახერხა საქართველოს ჩემპიონის ტიტულის მოგება. ამ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე, ბსბ-დან შალვა სტურუა (#26)დაასახელეს.


მესამე ადგილისთვის შეხვედრაში „სამტრედიამ" „სტუ-პეგასი" დაამარცხა  და ბრინჯაოს მედლებს დაეუფლა.


დღესვე, დასრულებული სეზონის გამორჩეული ხელბურთელები დაასახელეს. საქართველოს ხელბურთის ფედერაციის ინფორმაციით, 2024-2025 წლების სეზონის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშედ ნიკოლოზ მამულაშვილი აღიარეს „სტუ-პეგასიდან".


საუკეთესო ბომბარდირი გახდა საქართველოს ხელბურთელთა ეროვნული ნაკრებისა და „სამტრედიის" მოთამაშე ვახტანგ ხელისუფალი (#11), რომელმაც ჩემპიონატში საერთო ჯამში  113 გოლი გაიტანა.


დღესვე, დასრულდა ქალთა ეროვნული ჩემპიონატის 2024-2025 სეზონი. ისევე, როგორც მამაკაცებში, ქალებშიც ქვეყნის ჩემპიონი ბათუმური კლუბი გახდა. დაძაბულ ფინალურ დაპირისპირებაში  ბსგ-მ ფოთის „ოქროს ვერძი" მხოლოდ 2 ბურთის სხვაობით დაამარცხა და ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოიგო. ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი 153 გატანილი გოლით გვანცა ტაკიძე  გახდა ჩემპიონი გუნდიდან.


ორი მოთამაშე ვიცე-ჩემპიონი გუნდიდან გამოარჩიეს სეზონის ბოლოს - ფინალური ოთხეულის საუკეთესო მოთამაშე ანა კობახია გახდა, სეზონის საუკეთესო მოთამაშედ კი, ლიზი კვესელავა დაასახელეს.


ქალთა შორის მესამე ადგილი ღირსეულად დაიკავა ტყიბულის გუნდმა, რომელმაც შთამბეჭდავი სეზონი ჩაატარა.



ფოტო: ხელბურთის ფედერაცია