ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
ეროვნულმა ნაკრებმა ამხანაგური მატჩებისთვის მზადება დაიწყო
31.05.2025
ავტორი: TSFF.Ge

ვიდრე დღეს საღამოს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი, როგორც ფრანგი, ფრანგული კლუბის და იქ მოთამაშე ქართველის საქომაგოდ, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელებთან ერთად დაჯდება, ჩვენმა გუნდმა მოახლოებული თამაშების წინ პირველად ივარჯიშა.


სფფ-ის სანაკრებო გვერდის ინფორმაციით, „მიხეილ მესხი 2"-ზე, ვილი სანიოლის განკარგულებაში დღეს 18-მა ფეხბურთელმა ივარჯიშა, მათ შორის იყვნენ: გიორგი ლორია („ომონია არადიპუ", კვიპროსი), ლუკა გუგეშაშვილი („პანსერაიკოსი", საბერძნეთი), დავით კერესელიძე („დილა", გორი), გიორგი გველესიანი („პერსეპოლისი", ირანი), ლაშა დვალი („აპოელი", კვიპროსი), ივა გელაშვილი („იბერია 1999", თბილისი), გურამ გიორბელიძე („ერზურუმსფორი", თურქეთი), საბა ხარებაშვილი („დინამო თბილისი"), ნიკა კვეკვესკირი („ნირეჰაზა", უნგრეთი), ვლადიმერ მამუჩაშვილი („შერიფი", მოლდოვა), შოთა ნონიკაშვილი („ჩერკასი", უკრაინა), სანდრო ალთუნაშვილი („ვოლფსბერგი", ავსტრია), ნიკა გაგნიძე („კოლოსი", უკრაინა), გიორგი ზარია („კაირათი", ყაზახეთი), ლევან შენგელია („ოფი" კრეტა, საბერძნეთი), გიორგი ბერიძე („უიპეშტი", უნგრეთი), გიორგი გაგუა („ისტრა 1961", ხორვატია), გიორგი ქვილითაია („არისი" ლიმასოლი, კვიპროსი).


ჩვენი ნაკრები ივნისის სანაკრებო ფანჯრის დროს შეგახსენებთ, რომ ორ ამხანაგურ შეხვედრას გამართავს. თავდაპირველად, 5 ივნისს თბილისში, „დინამო არენაზე" ფარერის კუნძულების ნაკრებს დაუპირისპირდება, 8 ივნისს კი, ქუთაისის რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე, კაბო-ვერდეს ნაკრებს დაუპირისპირდება. ორივე მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.