
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა დღეს ანდორაში მნიშვნელოვანი მატჩი ჩაატარა და საჭირო გამარჯვება მოიპოვა. ირის ანტმანის გუნდი უეფა-ს ქალთა ერთა ლიგის C დივიზიონის ბოლოს წინა შეხვედრას სოლიდური დანაკლისით შევხდა. ტრავმირებული ანა ჩემინავას გარდა, რომელსაც რეალურად მთელი ეს შესარჩევი ციკლი გაუცდა, ანდორასთან შეხვედრაში არ იყო გუნდის ორი ლიდერი „ნიკე ლუსოდან" - თეონა ბაქრაძე და ნინო ბუხრიკიძე, რომლებიც ნაკრებს უკვე თბილისში 1 ივნისს შეუერთდებიან. გუნდთან ერად არ იყო, არც ლიზი კანკია, რომელიც ასევე ტრავმირებულია. რადგან დანაკლისზე დავიწყეთ ლაპარაკი, ალბათ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბოლო შესარჩევ შეხვედრაში გუნდს უკვე დისციპლინარული სასჯელის გამო გამოცდილი ნინო პასიკაშვილი ვერ დაეხმარება. ამავე მიზეზით კვიპროსთან თამაშს გამოტოვებს ასევე გამოცდილი ტატა მატვეევა. ასე, რომ თბილისური მატჩს წინ, ირის ანტმანი საკმაოდ სერიოზული დილემის წინაშე დადგა.
რაც შეეხება კონკრეტულად დღევანდელ შეხვედრას, ის საქართველოს ნაკრებმა აქტიურად დაიწყო და უკვე, მე-9 წუთზე სტანდარტულის შემდეგ, ჩენს გოგონებს ჰქონდათ ანგარიშის გახსნის საშუალება. თუმცა, გოლის სიხარული მხოლოდ რამდენიმე წუთით გადაიდო. მე-12 წუთზე ფლანგიდან, ირინა ხაბურზანიას სწრაფი შეტევას, საპირისპირო ფლანგიდან მხარი ლიზი მწყერაშვილმა აუბა და საგოლე გადაცემა თინათინ ამბალიას გაუკეთა, რომელმაც არ დააყოვნა და ანგარიშ გახსნა. საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები მეტად მნიშვნელოვან შეხვედრაში 0-1 დაწინაურდა. რეალურად პირველ ტაიმში, შეიძლება ითქვას, მასპინძლებს ბურთი დავუმალეთ, თუმცა, შეტევაში დავკარგეთ ბურთი და მასპინძლებმაც ამით კარგად ისარგებლეს, მე-17 წუთზე, კარლა ბერიმ გაათანაბრა, 1-1.
საქართველოს ნაკრებმა პირველივე ტაიმში მოახერხა დაწინაურება. 28-ე წუთზე სტანდარტულიდან და საკმაოდ შორეული წერტილიდან საგოლე გადაცემის ავტორმა, ამჯერად, თავად გაიტანა გოლი, 1-2.
ალბათ, მსაჯებზე ლაპარაკი არაა მართებული, თუმცა, განსაკუთრებით ქალთა სანაკრებო ფეხბურთში, ეს საკითხი, როგორც ჩანს ჯერ კიდევ დასახვეწია. ხშირ შემთხვევაში, ქალი მსაჯები უფრო ამა თუ იმ ქვეყნისადმი სიმპათიიდან უფრო ხელმძღვანელობენ, ვიდრე რეალურად ვითარებიდან გამომდინარე. მაგალითად, თუ შენს ფეხბურთელს არაფრის გამო აძლევენ ყვითელს, საპირისპირო მხარეს, „საწითლეს" არა თუ შესაბამისი ფერის ბარათით სჯიან, ზოგადად, არც კი იმჩნევენ მომენტს. მიუხედავად ამისა, 52-ე წუთზე, შესაძლოა სუბიექტურიც ვიყო, თუმცა, ნინო პასიკაშვილისთვის წითელი ბარათი, ოდნავ მეზედმეტა. თუმცა, ქართველი უნდა დაეჯარიმებინათ.
ასეა თუ ისე, ამ მომენტიდან მოყოლებული საქართველოს ნაკრები ერთი ფეხბურთელით ნაკლები დარჩა მოედანზე და უკვე 11 ფეხბურთელს, მსაჯებ დამატებულ და თამაშის მიწურულს ტრიბუნაზე მოსულ გულშემატკივართან მოუხდა ჭიდილი. ირის ანტმანის გუნდმა, ბურთი მასპინძლებს დაუთმო, თუმცა, გუნდმა საბრძოლო ხასიათი გამოავლინა, შექმნა მომენტებიც და საბოლოოდ, შეხვედრა მოიგო. დღევანდელ შეხვედრაში დებიტი ჰქონდა, „რაჭა 2020"-ის ფეხბურთელს კესო მეტონიძეს. სკამიდან დაიწყო თამაში, თუმცა, რეალურად, უმცირესობაში დარჩენილი გუნდის შავის სამუშაო, კარგად შეასრულა გამოცდილმა ნინო ჩხარტიშვილმა.
ზოგადად გუნდმა, იმ მოცემულობიდან გამომდინარე რაც იყო, კარგი შთაბეჭდილება დატოვა და რეაბილიტირებულ Estadio Encamp-ზე რომელზეც პირველი სანაკრებო თამაში ჩატარდა, გამარჯვებულის სახელით საქართველო ჩააწერინა მასპინძელ ქვეყანას.
უეფა-ს ქალთა შორის ერთა ლიგის C დივიზიონის შეხვედრას, საქართველოს ნაკრები 3 ივნისს, 21:00 საათზე კვიპროსის ნაკრების წინააღმდეგ ჩაატარებს. თამაში მიხეილ მესხი 2-ზე გაიმართება და ქართველი გოგონები ტრიბუნებზე მე-12 მოთამაშეს ელიან, ვინაიდან გამარჯვების შემთხვევაში ჩვენი გუნდი მეორე ადგილით დაასრულებს ასპარეზობას.
და ბოლოს, გამომდინარე იქიდან, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრებებისთვის რამდენიმე დღის წინ ახალი ფორმა დაანონსდა და რომელსაც ჯერ ჩვენი ეროვნული ამხანაგურ მატჩებში, შემდეგ კი 21-წლამდეთა ევროზე მოირგებენ ქართველი ფეხბურთელები, გეტყვით, რომ მომავალ შესარჩევ ციკლს ქალთა ეროვნული და ზოგადად გუნდებიც ახალი ფორმებით შეუდგებიან ასპარეზობას.