არის „რაღაც“ რაზეც ფეხბურთი და ქვეყანა დგას და ის ხელშეუხებელია
არის „რაღაც“ რაზეც ფეხბურთი და ქვეყანა დგას და ის ხელშეუხებელია
29.05.2025
ავტორი: TSFF.Ge

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ყველაზე ტიტულოვანი საფეხბურთო კლუბის მოთამაშეების მიმართ, მათ შორის ასაკობრივი გუნდების თამაშებისას (სახელობითი შეურაცყოფები) მსგავსი ქმედება არახალია და შესაძლოა ამიტომ ბევრისთვის ეს უკვე ჩვევა და ნორმა გახდა, „დინამო თბილისმა" პირველად გაავრცელა საპროტესტო განცხადება და შესაბამისი სამსახურებიდან ითხოვს რეაგირებას.


„დინამო თბილისის განცხადება


გვსურს გამოვეხმაუროთ 28 მაისს გორის თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე მომხდარ ინციდენტს.


მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას - ჯაბა კანკავას.


სამწუხაროდ, უსაფრთხოების სამსახურმა და სხვა პასუხისმგებელმა პირებმა ვერ შეძლეს ადამიანთა ამ ჯგუფის სტადიონიდან გაყვანა, რამაც კიდევ უფრო დიდი დაძაბულობა გამოიწვია და საბოლოოდ ისევ ჩვენი ფეხბურთელი დაისაჯა.


მთელი კლუბის სახელით მხარდაჭერას ვუცხადებთ ჯაბას. კატეგორიულად მიუღებელია ფეხბურთელებს მსგავსი პროვოკაციების ფონზე უწევდეთ ასპარეზობა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც საქმე ქართული ფეხბურთის ცოცხალ ლეგენდას ეხება. ადამიანს, რომელმაც ყველაზე მეტ მატჩში უკაპიტნა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს და რომელიც ყოველთვის გამოირჩეოდა პროფესიონალიზმით, თავმდაბლობითა და ღირსებით.


გვჯერა, რომ სადისციპლინო კომიტეტი დეტალურად განიხილავს მომხდარ ფაქტს და სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს. დაუშვებელია პროვოკატორებმა მოთამაშეებს პირადი შეურაცხყოფა მიაყენონ და დისკვალიფიკაციით მოთამაშე დაისაჯოს. ყველა ჩვენგანის მიზანს უნდა წარმოადგენდეს, რომ ფეხბურთელებისთვის უსაფრთხო სათამაშო გარემო შევქმნათ", - ნათქვამია კლუბის განცხადებაში.


შეგახსენებთ, რომ ერთ-ერთი მსგავსი პროვოკაციის, უფრო ზუსტად, ეროვნული ლიგის მე-17 ტურში, „დინამო არენაზე" ქართული დერბის დასრულების შემდეგ მომხდარი ინციდენტის შემდეგ, რომლის ინიციატორებიც სტუმარი კლუბის ბრაზილიელი ლეგიონერები იყვნენ, სტუმართა კლუბიდან ოთხი ლეგიონერი, თბილისელთაგან კი, 5 დინამოელი წითელი ბარათით დაისაჯა, რაც აუცილებლად ასევე გადასახედია.


სხვათა შორის ამ გარემოებიდან და კიდევ ფეხბურთელთა ტრავმატულობის დიდი მაჩვენებლიდან გამომდინარე, კონკრეტულ ტურში, თუმცა, ბოლო სამი ტურია 20, 24 და 28 მაისი, „დინამო თბილისის" ორივე გუნდს (ლაპარაკია ეროვნულ ლიგაზე და ეროვნულ ლიგა 2-ზე, ასაკობრივ ნაკრებებზე აღარაფერს ვამბობთ) ერთ დღეს უწევდა თამაში, რაც არა მხოლოდ „დინამოს თბილისისთვის", არამედ, მსოფლიოში ნებისმიერი კლუბისთვის ურთულესია. ამას კი, დაემატა პროვოკაციები და ტრავმები, რომელიც ამჟამად საქართველოს 19-გზის ჩემპიონის ყოველდღიურობას ახლავს.


უკვე ჩავლილი თემაა, მაგრამ ეროვნულ ლიგა 2-ში პირველი წრის ერთ-ერთ გასვლით შეხვედრაში და ამ შემთხვევაში არ დავკონკრეტდებით, სტუმართა ტრიბუნა დაახლოებით 5 წუთის მანძილზე 19 წლის ფეხბურთელის მიმართულებით შეურაცხმყოფელი სიტყვებით სკანდირებდა, თამაშის დასრულების შემდეგ, კი ფეხბურთელების გასახდელებში შევარდნა სცადა და თუმცა, უკვე წასული სტუარტები და პოლიციელები „გზიდან მობრუნდნენ" და უშუალოდ გასახდელში შესვლის უფლება არ მისცეს მასპინძელი გუნდის დაახლოებით 5-6 გულშემატკივარს. სამწუხაროდ, არც აღნიშნული გარემოება გამხდარა განხილვის საგანი.