
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ახალი დიზაინის მაისურებით იასპარეზებს, რომელსაც პირველად ივნისში გასამართ ამხანაგურ მატჩებზე მოირგებს. ეროვნულის ამ ამხანაგურების შედეგ, ახალ ფორმებს, ახალგაზრდული ნაკრები მოირგებს და უეფა-ს 2025 წლის 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ამის შესახებ დღეს, მიხელ მესხზე დღეს მედიასთან მცირე განცხადება ალექსანდრე იაშვილმა გააკეთა.
„ჩვენ ყოველთვის განვითარებაზე და სიახლეებზე ვფიქრობთ. ბუნებრივია, სიახლეს ყოველთვის განსხვავებული შეფასება მოჰყვება. პირადად მე, ძალიან მომწონს ჩვენი ახალი ფორმა. ბევრი დადებითი შეფასება მოვისმინეთ. იყო ნეგატიური კომენტარებიც და ეს ნორმალურია. დარწმუნებული ვარ, გულშემატკივრების საყვარელი მაისური გახდება და სტადიონზე მრავლად იქნებიან ამ ფორმებით. ახალი ფორმით ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე, ხოლო ეროვნული გუნდი მოახლოებულ ამხანაგურ მატჩებში და მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრებში იასპარეზებს. ახალი ფორმებით დაიწყებს ახალ ციკლს ქალთა ეროვნული ნაკრები", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი, სფფ-ის ვიცე პრეზიდენტი.
ახალი სათამაშო ფორმა, სამ ფერში, თეთრ, წითელ და შავ ფერებშია გადაწყვეტილი. როგორც სანაკრებო გვერდის ანოტაციაში ეწერა და დღეს ჩვენც შევეცადეთ გაგვერკვია სათამაშო ფორმის ეს ინსპირაცია გასული საუკუნის 90-იან წლებში ჩვენი ნაკრების ფორმების დიზაინებიდან წამოვიდა. გავარკვიეთ ისიც, რომ ნაკრებმა შეინარჩუნა წითელი ფერის ის, ფორმა და იმ დიზაინით, რომლითაც ერთი წლის წინ, ევროპის ჩემპიონატზე პორტუგალიის ნაკრები დავამარცხეთ. ამას გარდა, პირველად, მეკარეების ფორმებიც სანაკრებო ბრენდბუქისა და ძველი სათამაშო ფორმის ელემენტებით არის შეჯერებული.
ეროვნული ნაკრების ფორმები და როგორც გავარკვიეთ პირველ ხაზთან ერთად უკვე, ხელმისაწვდომია, მეორე ხაზის (ე.წ. რეპლიკა - ორგინალებთან შედარებით ბევრად იაფი) ნაწარმი, როგორც სფფ-ის მაღაზიებში, ასევე, ონლაინ არის შესაძლებელი.
ჩვენის მხრივ, იმედს ვიტოვებთ, რომ ახალი ფორმა, ისეთივე ფეხბედნიერი გამოდგება საქართველოს ეროვნული ნაკრებისთვის, როგორც 2022 წელს ჩვენს რეალობაში შემოჭრილი სრულიად ახალი ვიზუალური და ვერბალური იდენტობის შემცველი ფორმა, რომლის სიმრავლემაც გერმანიის ქალაქებში, ფან-კულტურაში ჭიპმოჭრილი ევროპელებიც კი, სასიამოვნოდ გააოცა.