სრული მხარდაჭერა ახალგაზრდულ, რომელსაც მალე, სერიოზული გამოცდა ელის
სრული მხარდაჭერა ახალგაზრდულ, რომელსაც მალე, სერიოზული გამოცდა ელის
28.05.2025
ავტორი: თამარ ჯიშკარიანი

გამომდინარე იქიდან, რომ 28 და 29 მაისს, საქართველოს ეროვნული ლიგის ბოლო ტურია სანაკრებო შესვენებამდე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელიც დიდი ალბათობით, ევროპის 2025 წლის ახალგაზრდული ჩემპიონატისთვის გაფართოებულ შემადგენლობას ხვალ, დღის განმავლობაში დაასახელებს. უკვე ფაქტია და დღეს, მიხეილ მესხზე მედიასთან შეხვედრისას ვილი სანიოლმაც ილაპარაკა, რომ მომავალი ჩემპიონატის წინ, პრიორიტეტი სწორედ, ახალგაზრდული ნაკრები იქნება.


„ახალგაზრდული ნაკრები ზედიზედ მეორედ ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს შეუძლია საინტერესო ფეხბურთელების აღზრდა. 21-წლამდე ნაკრებს ძალიან კარგი მთავარი მწვრთნელი ჰყავს. „სვანამ" (რამაზ სვანაძე) ფანტასტიკური სამუშაოს შეასრულა და ევროპის ჩემპიონატზე მის გვერდში ვიქნები. ახალგაზრდული ნაკრების წარმატება იმის მაჩვენებელია, რომ ქართული ფეხბურთი ვითარდება და შესაბამისად ევროპული კლუბების ყურადღებას იქცევს. ამ მხრივ ორი წელია, ბევრი პოზიტიური რამ ხდება და ეს მნიშვნელოვანია ჩემთვის, ფეხბურთელებისთვის და ფედერაციისთვის", - ამბობს ვილი სანიოლი.


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები შეკრებას მაისის ბოლოს ავსტრიაში დაიწყებს. იქ შეუერთდება გუნდს, გაბრიელ სიგუა, რომელიც შვეიცარიის ჩემპიონი უკვე გახდა, თუმცა, წინ შვეიცარიის თასის ფინალი აქვს, რომელიც 1 ივნისს გაიმართება და რომელშიც, „ბაზელი",  „ბილს" დაუპირისპირდება. ბოსნია და ჰერცეგოვინას თასის მფლობელი გახდა ვასილიოს გორდეზიანი „სარაევოსთან ერთად. „შახტართან" ერთად, უკრაინის თასი მოიგო ირაკლი აზაროვმა. დიდი ალბათობით, ეს ფეხბურთელები საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებში იქნებიან,  ისევე როგორც საბა გოგლიჩიძე, რომელიც ამ ჯერზე ვილიმ „დათმო".


 „ახალგაზრდული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ითამაშებს. ძალიან რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი ფლეი-ოფში გასვლაა. ნაკრები 30 ივნისს გაემგზავრება ავსტრიაში, სადაც რუმინეთის წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს. ამის შემდეგ გახდება ცნობილი სრული შემადგენლობა, რომელიც სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატზე გაემგზავრება. რა თქმა უნდა, ჯგუფიდან გასვლა რთული იქნება, თუმცა ყოველთვის მნიშვნელოვანია გქონდეს მაღალი მიზნები და იბრძოლო წარმატების მისაღწევად", - ამბობს ალექსანდრე იაშვილი.


საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები, ევროპის ჩემპიონატისთვის მოსამზადებელ შეკრებაზე 30 ივნისს გაემგზავრება ავსტრიაში და 8 ივნისის ჩათვლით, ქალაქ ვენიგცელში გაივლის შეკრებას. ამ პერიოდში, რამაზ სვანაძის გუნდი, 4 ივნისს, თბილისის დროით 20:30 საათზე, ფორაუს ურკრაფტ არენაზე, რუმინეთის 21-წლამდე ნაკრებს ამხანაგურ შეხვედრაში დაუპირისპირდება.


8 ივნისს კი, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები სლოვაკეთში გაემგზავრება და მომავალი თამაშების მასპინძელ ქალაქთან ჟილინასთან ახლოს, პატარა დასახლება მარტიში დაიდებს ბინას. სწორედ, რუმინეთთან გამართული მატჩის შემდეგ, შეირჩევიან ის ფეხბურთელები რომლებიც უკვე 11 ივნისიდან, ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფერხულში ჩაებმებიან. ჩვენი ნაკრები თამაშებს 11, 14 და 17 ივნისს გამართავს.


11 ივნისი, ჟილინა / პოლონეთი - საქართველო

14 ივნისი, ჟილინა / საფრანგეთი - საქართველო

17 ივნისი, ტრენჩინი / საქართველო - პორტუგალია